ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია — რეგიონული სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ორგანიზაცია, დააარსეს 1985 წელს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. აღნიშნული ორგანიზაცია გახდა რეგიონული თაამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე, ორგაიზაციისა, რომელიც 1977 წლის 12 მარტიდან მოქმედებდა იზმირის ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერეს ირანმა, პაკისტანმა და თურქეთმა.
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია | |
---|---|
შეიქმნა | 1985 |
ტიპი | სახელმწიფოთაშორისი |
შტაბ-ბინა | თეირანი, ირანი |
წევრები | 10 წევრი, 1 დამკვირვებელი |
ენა | ინგლისური |
გენერალური მდივანი | ჰალილ იბრაჰიმ აქჩა |
ქვეყანა | ირანი[1] |
http://www.eco.int |
ოფიციალური სახელწოდება
რედაქტირებაორგანიზაციის სამუშაო ენაა ინგლისური. ორგანიზაციის ოფიციალური სახელებია:
- აზერბაიჯანულად: İqtisadi Əməkdaşlıq Təşkilatı
- ყაზახურად: Экономикалық ынтымақтастық ұйымы
- ყირგიზულად: Экономикалык Кызматташтык Уюму
- პუშტუ: د اقتصادي همکاريو سازمان
- სპარსულად: سازمان همکاری اقتصادی
- რუსულად: Организация экономического сотрудничества
- ტაჯიკურად: Созмони Ҳамкории Иқтисодӣ
- თურქულად: Ekonomik İşbirliği Teşkilatı
- ურდუ: اقتصادی تعاون تنظیم
- უზბეკურად: Iqtisodiy Hamkorlik Tashkiloti
მოღვაწეობა
რედაქტირება1992 წლამდე თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ატარებდა ორმხრივ ხასიათს. 1992 წლიდან, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 7 ახალი სახელმწიფოს ნებაყოფლობით მიერთებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციას შეემატნენ: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ავღანეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. 1995 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის 50-ე სესიაზე მიიღეს რეზოლუცია ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ და მას შემდეგ ორგანიზაციას აქვს გაეროს დამკვირვებლის სტატუსი. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას ასევე დამკვირვებლის სტატუსი აქვს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ურთიერთობები ძირითადად ეკონომიკურია და ნაკლებადაა გამოხატული პოლიტიკური მიმართულება. ორგანიზაციის მოქმედების ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს იღებენ წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე, რომელიც იმართება ორ წელიწადში ერთხელ წესდების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
სტრუქტურა
რედაქტირებაეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას აქვს შემვეგი სტრუქტურა წესვების მეხუთე მუხლის შესაბამისად.
- საგარეო საქმეთა მინისტრების ან სრულუფლებიანი წარმომადგენლებისაგან შექმნილი მინისტრთა საბჭო. მინისტრთა საბჭო იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც.
- მუდმივი წარმომადგენლების საბჭო, მუდმივმოქმედი ორგანო, პასუხისმგებელი ორგანიზაციის პოლიტიკასა და მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებზე. მის შემადგენლობაში შედიან მუდმივმოქმედი წარმომადგენლები, რომლებიც აკრედიტირებულები არიან ორგანიზაციაში. მუდმივი წარმომადგენლების საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ მაინც.
- რეგიონული დაგეგმარების საბჭო, რომელიც შედგება წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან. იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც.
- ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამდივნო. პასუხისმგებელია ორგანიზაციის მონიტორინგზე. ასევე იღებს პირდაპირ მონაწილეობას ორგანიზაციაში და განახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას ორგანიზაციის საქმიანობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. სამდივნოს შტაბ-ბინა მდებაეობ თეირანში, ირანი.