ნამდვილი ანტილოპები

ნამდვილი ანტილოპები (ლათ. Antilopinae) — საშუალო ზომის ცხოველები. ვაცის რკალივით მოხრილ რქებზე მრავალი რგოლოვანი ბორცვია; ნეზვს რქები უფრო მოკლე აქვს, ან სრულიად ურქოა. ნამდვილი ანტილოპები გავრცელებული არიან აფრიკისა და აზიის ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ევროპაში. მათგან ქურციკი გვხვდება წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში ბინადრობდა შირაქის, ელდარის, სამგორის, გარდაბნის ველებზე და თბილისამდეც აღწევდა, ამჟამად კი გადაშენებულია. ძერენი იცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ალთაიში, სამხრეთ-აღმოსავლეთ იმიერბაიკალეთში და მონღოლეთში. აფრიკის ტრამალების ხტუნია ანტილოპები, რომელთა ვაცს პატარა და სწორი რქები აქვს, მოძრაობისას მხოლოდ ჩლიქის წვერებს ეყრდობიან.

ნამდვილი ანტილოპები

გარნა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Antilopinae (Gray, 1821)

კლასიფიკაცია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება