ძერენი (ლათ. Procapra gutturosa) — ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 105-150 სმ. მასა 20-39 კგ აღწევს. რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელთა სიგრძეა 18-28 სმ. სხეულის შეფერილობა ზემოდან მოყვითალოა, მუცელი მოთეთროა. გვხვდება უმთავრესად ცენტრალური აზიის სტეპურ და ნახევარუდაბნო რაიონებში (მონღოლეთი, ჩინეთი). 1950-იან წლებამდე ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლეთში, რომლის არეალი ამჟამად შემცირებულია. სწრაფად დარბის (60-65 კმ/სთ) და აქვს კარგი მხედველობა. კარგად ცურავს. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ტყავს, რქებსა და ხორცს.

ძერენი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Procapra gutturosa (Pallas, 1777)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 18232

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება