ძერენი (გვარი)
ძერენი (ლათ. Procapra) — წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა გვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მოიცავს აზიური ანტილოპების სამ სახეობას:[1]
- ძერენი (Procapra gutturosa)
- ტიბეტური ძერენი (Procapra picticaudata)
- პრჟევალსკის ძერენი (Procapra przewalskii)
ძერენი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტიბეტური ძერენი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Procapra (Hodgson, 1846) | |||||||||||||||||
სახეობები | |||||||||||||||||
|
უძველესი ნამარხები თარიღდება პლიოცენითა და ადრეული პლეისტოცენით. გავრცელებული იყო ცენტრალურ აზიაში, რომელიც დღევანდელთან შედარებით უფრო ნესტიანი და თბილი იყო. ცნობილია, რომ კუკუნორის ტბის მიდამოებში, ნეოლითის ხანაში მათზე ადამიანები ნადირობდნენ.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Ronald M. Nowak: Walker's Mammals of the World. Johns Hopkins University Press, 1999 ISBN 0-8018-5789-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Myers, P., R. Espinosa, C. S. Parr, T. Jones, G. S. Hammond, and T. A. Dewey. 2008. The Animal Diversity Web (online). Accessed May 31, 2008 at http://animaldiversity.org
- ↑ Rhode, D.; et al. (2006). „Epipaleolithic/early Neolithic settlements at Qinghai Lake, western China“. Journal of Archaeological Science. 34 (4): 600–612. doi:10.1016/j.jas.2006.06.016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013.02.01. ციტირების თარიღი: 2019.01.14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|archivedate=
-ში (დახმარება)