კუკუნორი, ცინხაი (ჩინ.: 青海湖, მონღ. Хөх нуур — ლურჯი ტბა) — უდიდესი გაუდინარი ტბა ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში. ფართობი 4,2 ათ. კმ². სიგრძე დაახლოებით 105 კმ, სიგანე 65 კმ-მდე. მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 38 მ. მდებარეობს ზღვის დონიდან 3205 მ სიმაღლეზე. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. განვითარებულია ძველი ტბიური ტერასები (50 მ სიმაღლემდე).

კუკუნორი
ჩინ.: 青海湖, მონღ. Хөх нуур
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 100° ა. გ. / 37° ჩ. გ. 100° ა. გ. / 37; 100
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3205 
ფართობი 4,2 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 38 
კუკუნორი — ჩინეთი
კუკუნორი

ფსკერი ძირითადად დაკავებულია შლამით. ერთვის 23 მდინარე. ზაფხულობით წყალი თბება 18-20 °C. ნოემბრიდან მარტამდე გაყინულია. მშრალ პერიოდში ტბის მინერალიზაცია აღწევს 11,3 გრ/ლ. მოიპოვება თევზი.

კუკუნორის ტბა ევროპელებიდან პირველად გამოიკვლია ნიკოლოზ პრჟევალსკიმ 1872 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება