ნიკოლოზ პრჟევალსკი
ნიკოლოზ მიხეილის ძე პრჟევალსკი (რუს. Пржевальский, Николай Михайлович; დ. 12 აპრილი [ძვ. სტ. 31 მარტი], 1839, სმოლენსკის გუბერნია, კიმბოროვო, ახლანდელი სმოლენსკის ოლქი — გ. 1 ნოემბერი [ძვ. სტ. 20 ოქტომბერი], 1888, ყარაქოლი, ყირგიზეთი, ქ. პრჟევალსკი) — რუსი გეოგრაფი, ცენტრალური აზიის მკვლევარი გენერალ-მაიორი (1886 წლიდან), პეტერბურგის მეცნიერებათა საპატიო წევრი (1878 წლიდან).
ნიკოლოზ პრჟევალსკი | |
---|---|
რუს. Николай Михайлович Пржевальский | |
დაბ. თარიღი | 31 მარტი (12 აპრილი), 1839[1] |
დაბ. ადგილი | Kimborovo, სმოლენსკის მაზრა, სმოლენსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 20 ოქტომბერი (1 ნოემბერი), 1888[2] (49 წლის) |
გარდ. ადგილი | ყარაქოლი[3] |
დასაფლავებულია | ყარაქოლი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ზოოლოგი, მკვლევარი, მწერალი, ბოტანიკოსი, სამხედრო, გეოგრაფი, ბუნებისმეტყველი[4] და მოგზაური[4] |
ალმა-მატერი | General Staff Academy |
ჯილდოები | კონსტანტინეს მედალი, ვეგას მედალი, დამფუძნებლის მედალი[5] , წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სახელობის მედალი, Knight of the French Order of Academic Palms, Knight of the Order of Leopold (Austria) და სამეფო მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1863 წელს დაამთავრა გენშტაბის აკადემია. 1867–1869 წლებში პრჟევალსკიმ სემიონოვ-ტიანშანსკის ხელშეწყობით ექსპედიცია მოაწყო უსურის მხარეში. 1870–1873 წლებში იმოგზაურა მონღოლეთში, ჩინეთსა და ტიბეტში, რისთვისაც დააჯილდოვეს გეოგრაფიის საზოგადოების უმაღლესი ჯილდოთი — დიდი კონსტანტინეს მედლით, 1876–1877 წლებში პრჟევალსკიმ ჩაატარა მეორე (ლობნორისა და ჯუნღარის) ექსპედიცია ცენტრალურ აზიაში, 1879–1880 წლებში — მესამე ექსპედიცია (ტიბეტის პირველი), 1883-1885 — მეოთხე ექსპედიცია (ტიბეტის მეორე), რომლის დროსაც პრჟევალსკის თანაშემწეები იყვნენ ვსევოლოდ რობოროვსკი და პეტრე კოზლოვი. მეხუთე ექსპედიციის დასაწყისში პრჟევალსკი გარდაიცვალა.
პრჟევალსკის ექსპედიციების სამეცნიერო შედეგები გადმოცემულია მის წიგნებში. პრჟევალსკიმ დაადგინა ცენტრალური აზიის მთავარი ქედების მიმართულება, აღმოაჩინა ახალი ქედები, დააზუსტა ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთი საზღვრები, აღწერა ლობნორის ტბა, შეაგროვა ვრცელი ზოოლოგიური, ბოტანიკური და მინერალების კოლექციები.
ხსოვნა
რედაქტირება1891 წელს პრჟევალსკის პატივსაცემად რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ვერცხლის მედალი და პრემია. 1946 წელს დაწესდა პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი.
პრჟევალსკის სახელი დაერქვა ქალაქს, ქუჩებს სხვადასხვა ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებს, სმოლენსკის გიმნაზიას, კარაკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ქედს კუნლუნის სისტემაში, მყინვარს ალთაიში, სხვა გეოგრაფიულ ობიექტებს, აგრეთვე ცხოველთა და მცენარეთა მთელ რიგ სახეობებს. პრჟევალსკის ძეგლები დგას ისიქ-ქოლის ტბის მახლობლად და სანქტ-პეტერბურში (1892).
1951 წელს კინოსტუდია „მოსფილმში“ გადაიღეს ფილმი „პრჟევალსკი“ (რეჟ. ს. იუტკევიჩი), რომელიც სტალინის მიერ შეკვეთილ ფილმთა შორის იყო.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწისმცოდნეობის მუზეუმში დაიდგა პრჟევალსკის ბიუსტი
1999 წელს რუსეთის ბანკმა გამოუშვა სხვადასხვა ნომინალის 5 მონეტა, რომელიც პრჟევალსკის და მის ექსპედიციას მიეძღვნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 221.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ Пржевальский Николай Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 4.0 4.1 Czech National Authority Database
- ↑ Royal Geographical Society Gold Medal Recipients — Royal Geographical Society, 2022.