ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი
ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი (რუს. Медаль имени Н. М. Пржевальского) — რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ჯილდო. 1891 წელს ნიკოლოზ პრჟევალსკის პატივსაცემად რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააწესა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის დიდი ვერცხლის მედალი. პირველად იგი გაიცა 1891 წელს (კარლ ბოგდანოვიჩი, მიხეილ გრუმ-გრჟიმაილო, პეტრე კოზლოვი, ვსევოლოდ რობოროვსკი). პრჟევალსკის პრემია პირველად გადასცეს გრიგორ გრუმ-გრჟიმაილოს. 1946 წლის 29 აგვისტოს დაწესდა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ გაიცემოდა. მედალი სამაგიდოა და ფუტლარში ინახება. ავერსზე გამოსახულია ნიკოლოზ პრჟევალსკის პორტრეტი, ხოლო რევერსზე მითითებულია ის, თუ ვისი დაწესებულია მედალი. 1972 წელს ქართველ გეოგრაფ — პროფესორ ლევან მარუაშვილს მიენიჭა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი.
ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი | |
წარადგენს | რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება |
ქვეყანა | რუსეთი |
პირველად გადაეცა | 1891 წელს |