ყარაქოლი (ტაჯ. Қарокул) — გაუდინარი ტბა ტაჯიკეთში, პამირის ჩრდილო ნაწილში. მოქცეულია ბრტყელ მთიან ქვაბულში, ზღვის დონიდან 3914 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 380 კმ². მაქსიმალური სიგრძე 33 კმ, სიგანე 24 კმ. სიღრმე დასავლეთ ნაწილში 238 მ, აღმოსავლეთში — 22,5 მ.[1] შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ორი ვიწრო სრუტითაა დაკავშირებული. ტბის ქვაბული გაჩნდა მეტეორიტული შეჯახების შედეგად დაახლოებით 25 მლნ. წლის წინ.[2] წყალი მწარე-მლაშეა, გამჭვირვალობა 9 მ-მდე. ტბის ზედაპირი ღია ლურჯი ფერისაა. ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ყინულით არის დაფარული. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 12°C-მდე. ყარაქოლს ერთვის პატარა მდინარეები, რომელთაგან მნიშვნელოვანია ყარაჯილღა და მუზქოლი.[3] ტბა მოქცეულია ტაჯიკეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

ყარაქოლი
ყარაქოლის სატელიტური გამოსახულება
ყარაქოლის სატელიტური გამოსახულება
კოორდინატები: 39°01′ ჩ. გ. 73°27′ ა. გ. / 39.017° ჩ. გ. 73.450° ა. გ. / 39.017; 73.450
მდებარეობა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3914 
სიგრძე 33 კმ
სიგანე 23 კმ
ფართობი 380 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 236 
გამჭვირვალობა
ყარაქოლი — ტაჯიკეთი
ყარაქოლი
  1. Таджикистан (Природа и природные ресурсы) Душанбе, Дониш, 1982, стр. 260
  2. Kara-Kul Structure, Tajikistan
  3. Каракуль | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2020-06-05.