ძერენი
(გადამისამართდა გვერდიდან Procapra gutturosa)
ძერენი (ლათ. Procapra gutturosa) — ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 105-150 სმ. მასა 20-39 კგ აღწევს. რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელთა სიგრძეა 18-28 სმ. სხეულის შეფერილობა ზემოდან მოყვითალოა, მუცელი მოთეთროა. გვხვდება უმთავრესად ცენტრალური აზიის სტეპურ და ნახევარუდაბნო რაიონებში (მონღოლეთი, ჩინეთი). 1950-იან წლებამდე ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლეთში, რომლის არეალი ამჟამად შემცირებულია. სწრაფად დარბის (60-65 კმ/სთ) და აქვს კარგი მხედველობა. კარგად ცურავს. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ტყავს, რქებსა და ხორცს.
ძერენი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Procapra gutturosa (Pallas, 1777) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 18232 | |||||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 268.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ძერენი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)