პეტრე სიმონ პალასი

გერმანელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური
(გადამისამართდა გვერდიდან Pallas)

პეტრე სიმონ პალასი (გერმ. Peter Simon Pallas; დ. 22 სექტემბერი, 1741, ბერლინი — გ. 8 სექტემბერი, 1811, ბერლინი) — გერმანელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1767). სწავლობდა გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში. 1767 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, 1768-1774 წლებში ხელმძღვანელობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციას რუსეთის ცენტრალურ რაიონებში, სამხრეთ ვოლგისპირეთში, კასპიისპირა დაბლობზე, შუა და სამხრეთ ურალზე, სამხრეთ ციმბირში (ალთაი, ბაიკალი, ბაიკალისპირეთი), ხოლო 1793-1794 წლებში ვოლგისპირეთში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. მრავალი ნაშრომის ავტორია, ადრინდელ ნაშრომებში ავითარებდა ორგანული სამყაროს ისტორიული განვითარების იდეებს, შეადგინა ევოლუციური ხე. მოგზაურობის დროს შეკრიბა გეოგრაფიული, გეოლოგიური, ბოტანიკური, ზოოლოგიური, ეთნოგრაფიული და სხვა მასალები, რომელიც შემდეგ დაამუშავა. აღმოაჩინა და აღწერა ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, მწერებისა და სხვათა მრავალი ახალი სახეობა, მათ შორის ამფიოქსუსი, რომელიც მოლუსკად მიიჩნია. შეისწავლა კამეჩის, მამონტის, ბეწვიანი მარტორქის ნამარხი ნარჩენები.

პეტრე სიმონ პალასი
გერმ. Peter Simon Pallas
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1741(1741-09-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] ან 22 სექტემბერი (3 ოქტომბერი), 1741[7]
დაბ. ადგილი ბერლინი[8]
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1811(1811-09-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] (69 წლის) ან 8 (20) სექტემბერი, 1811[7] (69 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი[8]
დასაფლავებულია ბერლინი
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, ზოოლოგი, ორნითოლოგი, ბიოლოგი, ბოტანიკოსი, გეოგრაფი, arachnologist, ენტომოლოგი და ექიმი
მუშაობის ადგილი რუსეთი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი ლეიდენის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ვასილი ზუევი და ნიკიტა სოკოლოვი
მამა Simon Pallas
შვილ(ებ)ი Albertine von Wimpffen (Pallas)
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

პეტრე პალასმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ფილოლოგიასა და ეთნოგრაფიაში. მისი ნაშრომებიდან მნიშვნელოვანია: „მოგზაურობა რუსეთის სახელმწიფოს სხვადასხვა პროვინციაში“ (ნაწილი 1-3, 1773-1788), „რუსეთის ფლორა“ (ნაწილი 1-2, 1784-1788). პალასის სახელი ეწოდა ერთ-ერთ ვულკანს კურილის კუნძულებზე, რიფს ახალ გვინეასთან, აგრეთვე მრავალ ცხოველსა და მცენარეს.

თხზულება

რედაქტირება
  • Zoographia Rosso-asiatica..., t. 1 — 3, Petropoli, 1811.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Райков Б. Е., Русские биологи-эволюционисты до Дарвина, т. 1, М.— Л., 1952;
  • Ефремов Ю. К., П. С. Паллас, в кн.: Отечественные физико-географы и путешественники, М., 1959, с. 132—45.
  • Муравьёв В. Б. Дорогами российских провинций: путешествия Петра-Симона Палласа. — М.: Мысль, 1977. — 94 с.
  • Сытин А. К. Пётр Симон Паллас — ботаник. — М.: KMK Sci. Press Ltd., 1997. — 338 с.