ჟირაფისებრი ანტილოპა
ჟირაფისებრი ანტილოპა (ლათ. Litocranius walleri) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 43-50 კგ აღწევს. მამლის რქები ქნარისებურადაა მოხრილი. გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. ბინადრობს უდაბნოში. იკვებება ფოთლებით. გვხვდება წყვილებად ან იშვიათად ქმნის მცირე ჯგუფს (6-7 დედალი და 1 მამალი). აქტიურია დილით და საღამოთი. მაკეობა 7 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. სანადირო ობიექტია.
ჟირაფისებრი ანტილოპა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დედალი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Litocranius walleri (Brooke, 1878) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 12142 | |||||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 252.