გაზელი დამა

(გადამისამართდა გვერდიდან ქურციკი-დამა)

გაზელი დამა ან ქურციკი დამა (ლათ. Nanger dama, ადრე Gazella dama) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი უდაბნოს გაზელის გვარისა. გავრცელებულია აფრიკაში: საჰარასა და საჰელში. თავისი ისტორიული არეალიდან გაქრობა გამოიწვია ნადირობამ და ჰაბიტატის განადგურებამ; შემორჩენილია ჩადში, მალისა და ნიგერში.[1] მისი ჰაბიტატი მოიცავს საბალახო მინდვრებს, ბუჩქნარებს, ნახევრად უდაბნოებს, ღია სავანესა და მთის პლატოებს.[1] იკვებება ბალახით, ფოთლებით (განსაკუთრებით აკაციით), ყლორტებითა და ხილით.

გაზელი დამა

N.d.ruficollis
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nanger dama (Pallas, 1766)
სინონიმები
  • Gazella dama
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 8968
გავრცელება
N. d. mhorr.

დამა ნიგერის ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს. ჰაუსაზე მისი სახელი ჟღერს, როგორც: meyna ან ménas.[2] იგი გამოსახულია ნიგერის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ემბლემაზა, რომლის პოპულარული სახელია Ménas.[3][4]

მოიცავს სამ ქვესახეობას:

  • N. d. mhorr — გადაშენებულია ბუნებაში, მაგრამ ხორციელდება პროგრამები მის გადასარჩენად.[5][6]
  • N. d. dama — ტყვეობაში არ არის წარმოდგენილი და ძალიან იშვიათია ველურ ბუნებაში.[6]
  • N. d. ruficollis — იმყოფება ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ტყვეობაში, შესაჯვარებელ პროგრამებში და ძალიან იშვიათია ველურ ბუნებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ronald M. Nowak: Walker's Mammals of the World. The Johns Hopkins University Press, Baltimore 1999, ISBN 0-8018-5789-9.
  1. 1.0 1.1 Newby, J.; Wacher, T.; Lamarque, F.; Cuzin, F. & de Smet, K. (2008). "Gazella dama". IUCN Red List of Threatened Species. Version 2011.2. International Union for Conservation of Nature. Retrieved 11 May 2006. Database entry includes justification for why this species is critically endangered
  2. Dama Gazelle Nanger dama. Sahara Conservation Fund, 2007, 2011.
  3. Orange 2012 Afcon qualifiers :130 Million FCFA for the Menas დაარქივებული 2011-11-09 საიტზე Wayback Machine. . 22/05/2011 StarAfrica sports.
  4. Menas to test Pharaohs form. Confederation of African Football. 10-09-2010
  5. Senn, Helen; Banfield, Lisa; Wacher, Tim; Newby, John; Rabeil, Thomas; Kaden, Jennifer; Kitchener, Andrew C.; Abaigar, Teresa; Silva, Teresa Luísa; Maunder, Mike; Ogden, Rob (June 23, 2014). „Splitting or Lumping? A Conservation Dilemma Exemplified by the Critically Endangered Dama Gazelle (Nanger dama)“. PLoS ONE. 9 (6): e98693. doi:10.1371/journal.pone.0098693. PMC 4067283. PMID 24956104. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 September 2014.
  6. 6.0 6.1 Francois Lamarque; Amewey Ag Sid'Ahmed; Stephane Bouju; Gaoussou Coulibaly; Li, Daouda Maiga (2007). „Confirmation of the survival of the Critically Endangered dama gazelle Gazella dama in south Tamesna, Mali“. Oryx. 41: 109–112. doi:10.1017/S0030605307001561.