ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰაუსა — დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხის ჰაუსას ენა, მიეკუთვნება აფრაზიული ოჯახის ჩადის ჯგუფს. იგი თანამედროვე აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა და წარმოადგენს დასავლეთ აფრიკის რეგიონის ეთნოსთა შორის ურთიერთობის ენას. დამწერლობა ლათინურ ანბანზეა.


ზოგადი ცნობები

რედაქტირება
  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 30 მლნ
  • ენის კოდი: ha
  • სახელწოდება: ha, en, eo - Hausa
  • დამწერლობა: ლათინური

ძირითადი დიალექტები (კანო, კაცინა, სოკოტო და სხვები) ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.


გავრცელების არეალი:

ჰაუსას გავრცელების პირველადი არეალი იყო ნიგერის სამხრეთ-აღმოსავლეთი, მაგრამ მიგრაციებისა და სავაჭრო ექსპანსიის შედეგად გავრცელდა აგრეთვე განაში, ტოგოში, ბენინში, ნიგერიაში, კამერუნში.


გრამატიკა

რედაქტირება


ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Sànnu; Sànnunku
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Barka dà zuwà; Lafia lau
  • გმადლობთ - Na gode; Yauwa
  • კი / არა - Toh; Ii / Babu; A'a
  • გეთაყვა - Don Allah
  • ნახვამდის - Segobe; Sai watarana

რიცხვები

  • 1 - d`aya, 2 - biyu, 3 - ukù, 4 - hud`u, 5 - bìyar, 6 - shidà, 7 - bakwài, 8 - takwàs, 9 - tarà, 10 - go: ma

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაუსა_(ენა)“-დან