გაზელი დორკასი
გაზელი დორკასი (ლათ. Gazella dorcas) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა.
გაზელი დორკასი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gazella dorcas (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 8969 | |||||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებაარც ისე დიდი ზომის ანტილოპაა. მისი სხეულის სიგრძეა 90–110 სმ, სიმაღლე მინდაოში 55–65 სმ, მასა 15–23 კგ, რქების სიგრძე მამლებს 25–38 სმ და დედლებს 15–25 სმ, კუდის სიგრძე 15–20 სმ.[1] როგორც უდაბნოს ბინადარს, თავისი ქვიშისფერი შეფერილობა საკმაოდ კარგად ნიღბავს. სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია, გვერდები — ოდნავ მოწითალო.
გავრცელება
რედაქტირებაგაზელი დორკასი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ისრაელში, ლიბანში, იორდანიაში, სირიაში, ერაყში, დასავლეთ საუდის არაბეთსა და იემენში.
ცხოვრების ნირი
რედაქტირებაშეუძლია საერთოდ არ დალიოს წყალი, რადგან მისთვის სითხის მთავარი წყაროა ნამი მცენარეებზე, რითაც იკვებება, და მცენარეები, რომლებიც ღეროში ინახავენ წყალს.
დაცვის სტატუსი
რედაქტირებაარაბულ ქვეყნებში სპორტული ნადირობის ობიექტია (ნადირობენ ვერტმფრენითა და მანქანით), რის გამოც IUCN-ის წითელ ნუსხაში შესულია, როგორც მოწყვლადი სახეობა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Castello J. R. (2016) Bovids of the World: Antelopes, Gazelles, Cattle, Goats, Sheep, and Relatives. — Princeton University Press. — Pp. 140—145. — 664 p. — ISBN 978-0-691-16717-6