ნამი, ცვარი — ატმოსფერული ნალექი, რომელიც დადებითი ტემპერატურების დროს საღამოს, ღამით და ადრე დილით ჩნდება საგნების, მცენარეების და ხმელეთის ზედაპირზე წყლის წვეთების სახით. ნამი წარმოიქმნება ჰაერის გაცივებისა და წყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად მოცემულ ზედაპირე, რომლის ტემპერატურა სარღამოს და ღამით სითბური გამოსხივების გამო ნამის წერტილზე დაბლა ეცემა. ნამი ინტენსიურად წარმოიქმნება, თუ ცა მოწმენდილია და სუსტი ნიავი ქრის. ნამის დროს ნალექების რაოდენობა მცირეა და ღამეში საშუალოდ 0,1-0,3 მმ უდრის.

ნამი ფოთლებზე

რესურსები ინტერენტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნამი&oldid=3415526“-დან