საუდის გაზელი
საუდის გაზელი (ლათ. Gazella saudiya) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. დღეისათვის გადაშენებული სახეობაა, რომელიც გავრცელებული იყო არაბეთის ნახევარკუნძულზე. გადაშენების მიზეზი გახდა ადამიანთა მხრიდან მასზე ნადირობა.[1] გადაშენებულად გამოცხადდა 2008 წელს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს უფრო ადრე მოხდა.
საუდის გაზელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gazella saudiya (Carruthers & Schwarz, 1935) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
გადაშენებული IUCN 3.1 Extinct : 8980 | |||||||||||||||
|
ბინადრობდა აკაციით მდიდარ ხრეშიან და ქვიშიან ველებზე ჩრდილოეთ და დასავლეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე, ქუვეითიდან იემენამდე. აღრიცხვათა უმრავლესობა დასავლეთ საუდის არაბეთიდან მოდის. ცხოვრობდა მარტო ან ჯგუფებად, რომელშიც 20-ზე მეტი წევრი იყო გაერთიანებული.[1]
საუდის გაზელს ადრე განიხილავდნენ, როგორც დორკასის ქვესახეობას, რის გამოც მის გადაშენებას ნაკლები ყურადღება მიექცა კონსერვატორებისაგან. უკანასკნელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ იგი ცალკე სახეობაა. გარდა გენეტიკური განსხვავებებისა, საუდის გაზელს შედარებით მოკლე ფეხები ჰქონდა და ფერითაც ღია იყო.[2]
სახეობა ყოველთვის იშვიათი იყო და გადაჭარბებული ნადირობის გამო ნელ-ნელა მცირდებოდა; იგი რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეუმჩნევიათ ველურ ბუნებაში და ამიტომ, 1980 წელს ველურ ბუნებაში გადაშენებულად გამოაცხადეს. ანალიზებმა აჩვენა, რომ ტყვეობაში მყოფ საუდის გაზელებად მიჩნეულ ინდივიდთა შორის ან საერთოდ სხვა სახეობები, ანდა ჰიბრიდები იყო.[1][3] იყო მცდელობები, რომ მოეძიათ სუფთა საუდის გაზელები ველურ ბუნებაში, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია და 2008 წელს ოფიციალურად გამოცხადდა გადაშენებულ სახეობად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 IUCN SSC Antelope Specialist Group (2008). "Gazella saudiya". IUCN Red List of Threatened Species. Version 2008. International Union for Conservation of Nature. Retrieved 5 January 2009.
- ↑ The Extinction Website - Species Info - Saudi Gazelle
- ↑ Hammond, Robert L., Macasero, William, Flores, Benito, Mohammed, Osama B., Wacher, Tim & Bruford, Michael W. (2001). Phylogenetic Reanalysis of the Saudi Gazelle and Its Implications for Conservation. Conservation Biology 15 (4), 1123-1133.