ორონგო, ჩირუ (ლათ. Pantholops hodgsonii) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სიმაღლე მინდაოში დაახლოებით 80 სმ, წონა 40-50 კგ. ზურგი რუხი-ყავისფერია, მუცელი — თეთრი; მამალს თავი და წინა ფეხები მოშავო აქვს. დინგი შესამჩნევად გაფართოებულია. თითქმის ვერტიკალური, სუსტად გაღუნული რქები მხოლოდ მამლებს აქვთ, სიგრძით 70 სმ-მდე. ყურები მოკლე აქვს, ბოლოებში წაწვეტებულია. კუდი მოკლეა. ბინადრობს ტიბეტსა და ლადაქში. ჩვეულებრივ, ჯოგებად ცხოვრობს. იკვებება ბალახით, შეწყვილება ნოემბერ-დეკემბერშია. ნაშიერს შობს მაის-ივნისში.

ორონგო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pantholops hodgsonii (Abel, 1826)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 15967
გავრცელება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება