ჩლიქოსნები (ლათ. Ungulata) — ხერხემლიანთა ზერიგი ძუძუმწორების კლასისა. აერთიანებს ხუთ რიგს: ხორთუმიანები, დამანები, სირენები, წყვილჩლიქოსნები და კენტჩლიქოსნები. ზოგი მეცნიერი ამავე ზერიგს აკუთვნებს მილკბილებსაც. ლიქოსნების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია ჩლიქები. თითების რაოდენობაა 1-5. მასა 1,4 კგ-დან (დამანი) 5000 კგ-მდე (აფრიკული სპილო). უმრავლესობა მცენარეებით იკვებება, ზოგი ყველაფრის მჭამელია. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. ავსტრალიაში აკლიმატიზებულია. სირენისებრნი ბინადრობენ ზღვის სანაპირო ზონებში, საიდანაც ზოგი მდინარეებში შედის. ჩლიქოსნების უმრავლესობას სარეწაო მნნიშვნელობა აქვს. მრავალი მათგანი (ძროხა, ცხენი, აქლემი, ღორი და სხვ.) ადამიანმა მოიშინაურა და მეურნეობაში იყენებს.

ჩლიქოსნები

მილუ
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ungulata

ლიტერატურა

რედაქტირება