ჩლიქები

(გადამისამართდა გვერდიდან ჩლიქი)

ჩლიქები — რქოვანი წარმონაქმნები ზოგიერთი ძუძუმწოვრის (უმთავრესად ჩლიქოსნების) თითების ბოლოებზე. ჩლიქები სახეცვლილი ბრჭყალებია. შედგება კედლისაგან (შეესაბამება ბრჭყალის ფირფიტას), ფეხის გულისა (ფეხის გულის ფირფიტა) და ისრისგან (თითის ბალიში). ფართო ბრტყელი ჩლიქები დამახასიათებელია იმ ცხოველებისთვის, რომლებიც შედარებით რბილ გრუნტზე მოძრაობენ (მაგ.: ჩრდილოეთის ირემი), ხოლო ძალზე მაგარკიდეებიანი ჩლიქები უვითედებათ მკვრივ კლდოვან გრუნტზე მოძრავ ცხოველებს (მაგ.: თხა). სპილოს ჩლიქებს თხელი კედელი აქვს და თითის ბოლოების მხოლოდ წინა ნაწილს ფარავს.

ევროპული შვლის ჩლიქები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება