მცოხნელები (ლათ. Ruminantia) — ძუძუმწოვრების ქვერიგი წყვილჩლიქოსნების რიგისა. უმეტესობას 4-განყოფილებიანი (ფაშვი, ბადურა, წიგნარა, მაჭიკი) კუჭი აქვს. საჭმლის მონელების პროცესში დიდ როლს თამაშობს ცოხნა. მცოხნელებთაგან ბევრს კარგად განვითარებული რქები აქვთ. ზედა საჭრელები არ აქვთ. კიდურებზე ყველაზე მეტად განვითარებულია მე-3 და მე-4 თითები, რომლებზეც დიდი რქოვანი ჩლიქები აქვთ. არსებობს მცოხნელების 6 ოჯახის (ირმულასებრნი, მუშკისებრნი, ირმისებრნი, რქახრახნილისებრნი, ჟირაფისებრნი, ძროხისებრნი) 180-მდე სახეობა. ველური მცოხნელები თითქმის ყველგან გვხვდებიან (ავსტრალია, მადაგასკარისა და ანტილის კუნძულების გარდა). უმეტესად ჯოგური, პოლიგამიური ცხოველებია. აქვთ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა (იყენებენ უმთავრესად ხორცსა და ტყავს).