ერლანგერის გაზელი
(გადამისამართდა გვერდიდან Gazella erlangeri)
ერლანგერის გაზელი ან ნოიმანის გაზელი (ლათ. Gazella erlangeri) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მცირე ზომის, მუქი ფერის გაზელია მსუქანი ტანითა და მოკლე ფეხებით. გავრცელებულია საუდის არაბეთიდან იემენამდე.[1]
ერლანგერის გაზელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gazella erlangeri (Neumann, 1906) | |||||||||||||||
|
განიხილება როგორც გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობა, თუმცა არ მოიპოვება უახლესი ინფორმაცია მის პოპულაციაზე ველურ ბუნებაში. ზოგიერთი წყარო მას განიხილავს როგორც ჩვეულებრივი გაზელის (Gazella gazella) ქვესახეობას.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Grubb, P. (2005). "Gazella erlangeri". In Wilson, D.E.; Reeder, D.M. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 637–722. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494.
- ↑ IUCN SSC Antelope Specialist Group (2008). "Gazella gazella" დაარქივებული 2017-09-05 საიტზე Wayback Machine. . IUCN Red List of Threatened Species. Version 2011.1. International Union for Conservation of Nature. Retrieved 22 August 2011.