ორგანიზმი — ცოცხალი არსება, ე.ი. სხეული, რომელსაც აქვს ყველა ძირითადი სასიცოცხლო თვისება. ორგანიზმს ახასიათებს ნივთიერებათა მიმოცვლა, ჰომეოსტაზი, გაღიზიანებადობა და აგზნებადობა, მოძრაობის სპეციფიკური ფორმები, გამრავლება, განვითარება, ზრდა, მემკვიდრულობა, ცვალებადობა, საარსებო პირობებისადმი ადაპტაციის უნარი. ორგანიზმების ნაწილს უჯრედული ორგანიზაციისათვის არ მიუღწევია (ე.წ. მონერები: ვირუსები და ფაგები); უჯრედული ორგანიზაციის მქონე ორგანიზმთაგან ზოგს ნამდვილი ბირთვი და ქრომოსომულ აპარატად ჩამოყალიბებული მემკვიდრული ნივთიერება არ აქვს (პროკარიოტები), ზოგს კი — აქვს (ევკარიოტები); ზოგი ევკარიოტი ერთუჯრედიანია, ზოგი კი მრავალუჯრედიანი. ზოგი ორგანიზმი გაერთიანებულია კოლონიად, რომლის წევრები ერთობლივ ურთიერთობაში არიან საარსებო გარემოსთან. იმ ცვლილებების ერთობლიობას, რომელთაც ორგანიზმი განიცდის ჩასახვიდან სიკვდილამდე, ონტოგენეზი ეწოდება.

ორგანიზმები

ფილოსოფიური გაგებით, ორგანიზმი არის ცოცხალი არსება, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი მატერიალური მთლიანობის ვრცელ სფეროს, რომელიც თავის სტრუქტურაში ექვემდებარება უწინარეს ყოვლისა ფიზიკურ-ქიმიურ კანონებს. გარდა ამისა, ორგანიზმი როგორც მრავალრიცხოვანი ორგანოების მთლიანობა წარმოადგენს განსაზღვრულ სასიცოცხლო ფორმას. ორგანიზმი დაკავშირებულია ორგანულ სამყაროსთან, რომელიც თავის მხრივ, ცოცხალი არსებების — ორგანიზმების ერთობლიობაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.