გაღიზიანებადობა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გაღიზიანებადობა}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
გაღიზიანებადობა, აღგზნებადობა — უჯრედშიგა წარმონაქმნების, ქსოვილებისა და ორგანოების უნარი სტრუქუტურისა და ფუნქციის შეცვლით უპასუხოს გარემოს ყოველგვარ ზემოქმედებას. მცენარეები განსაკუთრებით
მგრძნობიარენი არიან ისეთი გამღიზიანებლების მიმართ, როგორიცაა სინათლე, ტემპერატურა, სიმძიმის ძალა, ტენიანობა, აერაცია, ნიადაგის ხსნარის მჟავიანობა და მარილების კონცენტრაცია.
გამღიზიანებელზე საპასუხო რეაქცია განაპირობებს მცენარის ორგანოთა განლაგებას ჰაერსა და ნიადაგში. უფრო მგრძნობიარეა ღეროს კენწერო და პესვის წვერი, საიდანაც აღგზნება გადაეცემა ზრდის ზონებს და
შესაბამის ცვლილებებს იწვევს ზრდის მიმართულებაში. მცოცავი და ხვიარა მცენარეების ღეროებს, ფოთლის ყუნწებსა და პწკალებს, აგრეთვე ზოგი მცენარის მტვრიანებისა და ბუტკოებს ახასიათებს ძლიერი
კონტაქტური მგრძნობელობა (გაპტოტროპიზმი). ბევრი მცენარის ფოთოლი და ყვავილი რეაგირებს განათებისა და ტემპერატურის ცვლილებებზე. გაღიზიანებაზე სწრაფი რეაქცია აქვს განსაკუთრებით მგრძნობიარე
მცენარეებს (მიმოზა, მწერიჭამია მცენარეები - დროზერა, ვენერას მახე, ბუზიჭერია და სხვა). გამღიზიანებლის გავლენით შეიძლება შეიცვალოს უჯრედის სტრუქტურებისა (ციტოპლაზმა, ბირთვი,
ქრომოსომები, ქლოროპლასტები, მიტოქონდრიები და სხვა) და აგრეთვე სუბსტრატზე მიუმაგრებელი უმდაბლესი მცენარეების, ზოოსპორებისა დასპერმიუმების მოძრაობა.
გაღიზიანებადობის მოვლენას მცენარეებსა და ცხოველებში ბევრი საერთო აქვს, თუმცა მისი გამოვლენა მცენარეებში მკვეთრად განსხვავდება ცხოველთა მამოძრავებელი და ნერვული მოქმედებისაგან. გაღიზიანების
საპასუხოდ მცენარეებშიც წარმოიქმნება აგზნება, რომლის ხარისხი გაღიზიანების რაოდენობის პროპორციულია. ქსოვილის ან ორგანოს აგზნებული უბანი სხვა უბნების მიმართ უარყოფითად იმუხტება გაღიზიანების
ადგილებში უჯრედის მემბრანების იონური გამტარობის ცვლილებების გამო. ძლიერი გაღიზიანების დროს აგზნება ვრცელდება მეზობელ უჯრედებზე უმეტესად ბიოდენების სახით და ფიტოჰორმონების მონაწილეობით.
მრავალუჯრედიან წყალმცენარეებსა და უმაღლეს მცენარეებში აღმოჩენილია მოქმედების პოტენციალები, რომლებიც ცხოველთა ქსოვილების მოქმედების პოტენციალების მსგავსია. მცენარეში აგზნების გავრცელების
სისწრაფე დამოკიდებულია გამღიზიანებლის თვისებაზე, მცენარის მდგომარეობასა და სხვა. ყველაზე ნელა ვრცელდება გეოტროპული და ფიტოტროპული გაღიზიანება (1სმ/სთ), ყველაზე სწრაფად - მოქმედების
დენები (50 - 100მ/სთ).
მემკვიდრულად განპირობებული მოთხოვნები და ცვლადი გარემო პირობები მოითხოვს ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს რთულსა და შეთანხმებულ მოქმედებას. მცენარეებში ეს ხორციელდება რეგულაციის
რთული სისტემით, რომელიც მოიცავს პლაზმურ, ჰორმონულ, ჭურჭლოვან და ბიოელექტრულ კავშირებს და ერთიან ორგანიზმად აერთიანებს მცენარის ყველა უჯრედს.