ვირუსები — 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ინფექციური აგენტები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს უჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსები ეწოდება (ლათ. „viruse“ - შხამი) და ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს მიეკუთვნებიან. ვირუსები არც მცენარეებს მიეკუთვნება და არც ცხოველებს. ისინი უმცირესი ზომის ინფექციური აგენტები არიან. ამიტომ მათი შესწავლა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით. ვირუსების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მათ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ სხვა, ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედის გარეშე ვირუსებს არსებობა არ შეუძლიათ და ბევრ მათგანს გარემოში კრისტალების ფორმა აქვს. როდესაც ვირუსები ჩასახლდებიან ცხოველების, მცენარეების და ბაქტერიების უჯრედებში, იწვევენ ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ ისინი განიხილებიან როგორც უჯრედის პარაზიტები. ადამიანის ვირუსულ დაავადებებს განეკუთვნებიან, მაგალითად, წითელა, გრიპი, სურდო, შიდსი, პოლიომიელიტი, ყვავილი, ჰეპატიტები, ჩუტყვავილა, ყბაყურა და ა.შ. მცენარეთა ვირუსულ დაავადებათა შორის ცნობილია თამბაქოს, ბარდისა და სხვა კულტურების მოზაიკური დაავადება, რომლის დროსაც ვირუსები შლიან ქლოროპლასტებს და ფოთლის დაზიანებული ნაწილები უფერულდებიან. ყოველი ვურუსული ნაწილაკი შედგება დნმ ან რნმ-ის მცირე რაოდენობისაგან, რაც დაფარულია ცილოვანი გარსით. ეს გარსი დამცველობით როლს ასრულებს. განვითარების თავისებურების მიხედვით ვირუსი შეიძლება იყოს აქტიური ან ლატენტური:

ვირუსები
ვირუსები
ვირუსების ზომა სხვა ორგანიზმების და მოლეკულების ზომებთან შედარებით
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ვირუსები
ლათინური სახელი
viruse

ვირუსების კლასიფიკაციის სქემა:
განვითარების თავისებურების მიხედვით აქტიურ ვირუსებს მიეკუთვნებიან მაგ: გრიპის, სურდოს, წითელას, წითურას და ა. შ. ვირუსები, ხოლო ლატენტურ ვირუსებად შეგვიძლია მივიჩნიოთ შიდსის, ჰერპესის, C ჰეპატიტის ვირუსი და სხვა მსგავსი ვირუსები. უჯრედში შესული ვირუსის მემკვიდრული მასალა ეშენება მასპინძელი უჯრედის დნმ-ს და მისი ნაწილი ხდება. ამის შემდგომ ის იწყებს მასპინძელი უჯრედის ნუკლეოტიდების, ამინომჟავების, ფერმენტებისა და რიბოსომების გამოყენებას საკუთარი ცილისა და დნმ-ის საწარმოებლად. მაგ: გრიპის ვირუსი აიძულებს უჯრედს, აწარმოოს მისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ორი ტიპის ცილის მოლეკულა, ნაცვლად უჯრედისთვის დამახასიათებელი ასობით სხვადასხვა მოლეკულისა. საბოლოო ჯამში ვირუსი აიძულებს მასპინძელ უჯრედს, წარმოქმნას მრავალი ახალი ვირუსი, რომელიც შემდგომ მასპინძელ უჯრედს ანადგურებს. მცენარეებში ძირითადად რნმ-შემცველი ვირუსები პარაზიტობენ (მაგ: თამბაქოს მოზაიკური ვირუსი), ხოლო ცხოველურ უჯრედებში კი სახლდებიან და დაავადებებს იწვევენ როგორც რნმ, ასევე დნმ შემცველი ვირუსები.

სწრაფად იწყებს მოქმედებას და სიმპტომები მაშინვე გამოვლინდება

ლატენტური

რედაქტირება

მხოლოდ გარკვეულ პირობებში, მრავალი წლის შემდეგ იწყებს მოქმედებას და სიმპტომების გამოვლინებას

მკურნალობა

რედაქტირება

ცნობილია ასევე ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ბაქტერიების უჯრედებში სახლდებიან. მათ ბაქტერიოფაგებს ანუ ფაგებს უწოდებენ. ბაქტერიოფაგები მთლიანად შლიან ბაქტერიულ უჯრედებს და მათი გამოყენება შეიძლება ისეთი ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა და ა.შ. განვიხილოთ აგებულება იმ ბაქტერიოფაგისა რომელიც სახლდება ნაწლავის ჩხირის უჯრედებში. ასეთი ბაქტერიოფაგი ფორმით თავკომბალას მოგვაგონებს. მისი სხეული შედგება თავის, კუდისა და კუდის რამდენიმე გამონაზარდისაგან. თავი და კუდი გარედან ცილოვანი გარსითაა დაფარული. თავის შიგნით არის დნმ, ხოლო კუდის შიგნით გადის არხი. ბაქტერიოფაგი ნაწლავის ჩხირის უჯრედში იჭრება. ის ჯერ უჯრედის ზედაპირზე მაგრდება და მიმაგრების ადგილზე ხსნის ბაქტერიის გარსს. შემდეგ ბაქტერიოფაგის დნმ შეშხაპუნდება ბაქტერიის უჯრედში. ამის შემდეგ ბაქტერიოფაგით დასნებოვნებულ ნაწლავის ჩხირში იწყება ბაქტერიოფაგის დნმ-ის და არა საკუთრივ ბაქტერიის დნმ-ის სინთეზი, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება. თუ ოდესმე ტუჩზე ე.წ. „გაციების გამონაყარი“ გქონია, ეს ნიშნავს, რომ ადრე ინფიცირებული ყოფილხარ ჰერპესის ვირუსით (დნმ შემველი ვირუსი), რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. გააქტიურებული ვირუსი ანადგურებს თქვენი ტუჩის უჯრედებს. რამდენიმე ხანში ვირუსი ისევ ლატენტურ (ფარულ) ფაზაში გადადის, გამონაყარი გაქრება, მაგრამ ვირუსი ორგანიზმის უჯრედებში მაინც არსებობს. ხელმეორედ გაციებამ შეიძლება ჰერპესის ვირუსი კვლავ გაააქტიუროს. შიდსის (HIV - იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი) ვირუსი მიეკუთვნება რნმ შემცველ ვირუსებს. (შეიცავს რნმ-ის 2 მოლეკულას). იგი სფერული ფორმისაა და გარედან დაფარულია ლურსმნისებური გამონაზარდებით.

შიდსის ვირუსი

რედაქტირება

ანტიბიოტიკი ვირუსულ დაავადებებს ვერ კურნავს, თუმცა ვაქცინების მეშვეობით ზოგიერთი ვირუსული დაავადება შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ვაქცინა მზადდება დაზიანებული ვირუსის ნაწილაკებისაგან, რომელსაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილია ადამიანის დაავადებების გამომწვევი ვირუსები და მითითებულია არსებობს თუ არა მისი ვაქცინა:

დაავადება გამომწვევი ვირუსი ვაქცინა
შიდსი HIV _
ჩუტყვავილა ზოსტერი ვარიცელა +
ჩვეულებრივი გაციება (სურდო) რინოვირუსები _
გრიპი A, B, C ტიპის ინფლუენცა +
წითურა რუბელა +
ყბაყურა პარამიქსოვირუსი +
პოლიომიელიტი პოლიოვირუსი +
ცოფი რაბდოვირუსი +


პირველი ვაქცინა 1796 წელს შექმნა ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მძიმე დაავადების - ყვავილის წინააღმდეგ. იმ დროისათვის ვირუსი არ იყო ცნობილი და მან არც კი იცოდა რას ებრძოდა. თუმცა დღეისათვის ეს მეთოდი ვირუსებთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Collier, Leslie; Balows, Albert; Sussman, Max (1998) Topley and Wilson's Microbiology and Microbial Infections ninth edition, Volume 1, Virology, volume editors: Mahy, Brian and Collier, Leslie. Arnold. ISBN 0-340-66316-2.
  • Dimmock, N.J; Easton, Andrew J; Leppard, Keith (2007) Introduction to Modern Virology sixth edition, Blackwell Publishing, ISBN 1-4051-3645-6.
  • Knipe, David M; Howley, Peter M; Griffin, Diane E; Lamb, Robert A; Martin, Malcolm A; Roizman, Bernard; Straus Stephen E. (2007) Fields Virology, Lippincott Williams & Wilkins. ISBN 0-7817-6060-7.
  • Shors, Teri (2008). Understanding Viruses. Jones and Bartlett Publishers. ISBN 0-7637-2932-9.