ბიოტექნოლოგია
ბიოტექნოლოგია — ცოცხალ არსებათა გამოყენებაა სასარგებლო პროდუქტების — სამედიცინო პრეპარატების, ვაქცინებისა და წამლების — დასამზადებლად. ის ხშირად მოიცავს მიკრობების — პაწაწინა, ერთუჯრედიანი არსებების, მაგალითად, ბაქტერიებისა და საფუვრის - გამოყენებას. მრავალი საუკუნეა, რაც პროდუქტის დასამზადებლად სწორედ მიკროფებს იყენებენ. მეპურეები საფურვის გამოყენებით პურსა და ლუდს, ხოლო ყველი ბაქტერიებისა და სოკოს გამოყენებით მზადდება.
თანამედროვე ბიოტექნოლოგიები მეტწილად გენურ ინჟინერიას იყენებენ — მეცნიერები მარტივ ცხოველთა და მცენარეთა უჯრედებს ცვლიან, რათა სასარგებლო თვისებები მიანიჭონ. ამისი მაგალითია ადამიანის ინსულინის წარმოება.
ინსულინი ნივთიერებაა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. დიაბეტით დაავადებული ადამიანისათვის ინსულინი მკურნალობის ნაწილს შეადგენს. ინსულინის დასამზადებლად მეცნიერები მცირე რაოდენობით იღებენ ადამიანის უჯრედებს და მისგან გენეტიკურ მასალას (დიენემი) გამოყოფენ, რომელიც ინსულინის დასამზადებელ ინსტრუქციებსაც შეიცავს. ისინი მრავალჯერ ამრავლებენ იმ გენებს, რომლებიც კონკრეტულად ინსულინის წარმოქმნაზე არიან პასუხისგებლები და სხვადასხვა მიკრობებში ნერგავენ, რომლებიც შემდეგ ინსულინს წარმოქმნიან.
გენური ინჟინერია შეიძლება მცენარეთა გასაუმჯობესებლადაც იქნას გამოყენებული. საკვებ მცენარეებს, მაგალითად — ხორბალსა და ბრინჯს, შეიძლება სხვა მცენარეებიდან აღებული გენეტიკური მასალები ჩავუნერგოთ, რათა დაავადებისადმი უფრო გამძლე გავხადოთ ან რთულ პირობებში გაზრდაში შევუწყოთ ხელი.
მედიცინაში ბიოტექნოლოგია კიდევ მრავალგვარად გამოიყენება. შესაძლოა მიკრობების გენეტიკური მოდიფიკაცია ახალი მედიკამენტებისა და ვაქცინების დასამზადებლად.
ამას გარდა შესაძლოა სხვა პროდუქეტბის — ფერმენტების დამზადებაც. ფერმენტები ბიოლოგიური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს აჩქარებს. ისინი ბევრნაირად გამოიყენება მედიცინასა და მრეწველობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5