ჩარლზ დარვინი
ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი, — გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858).
დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872).
დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.
საქართველოში დარვინის შესახებ პირველი პუბლიკაცია 1868 წელს გაზეთ „დროებაში“ მწერალ გიორგი წერეთელის ავტორობით გამოქვეყნდა. შემდგომ წლებში ქართულ პრესაში („მნათობი", „ივერია", „კვალი", „ნაკადული", „ახალი ცხოვრება", „განათლება" და სხვ.) ხშირად იბეჭდებოდა პოპულარული სტატიები დარვინსა და მის თეორიაზე. 1896 წელს ფრანგულიდან ქართულად უთარგმნიათ ე. ფერიერის წიგნი „დარვინიზმი", რომელიც მეორედ 1912 წელს გამოიცა. პირველი ქართველი ავტორი, რომელმაც დარვინზე ცალკე წიგნი გამოსცა, არის დარია ახვლედიანი („ჩ. დარვინი, მისი ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“, 1914).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Darwin Online; Darwin's publications, private papers and bibliography, supplementary works including biographies, obituaries and reviews
- Charles Darwin — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“; public domain
- Darwin Correspondence Project Full text and notes for complete correspondence to 1867, with summaries of all the rest
- Works by Charles Darwin in audio format
- Video and radio clips
- Darwin 200: Celebrating Charles Darwin's bicentenary დაარქივებული 2009-12-23 საიტზე Wayback Machine.
- A Pictorial Biography of Charles Darwin დაარქივებული 2014-07-05 საიტზე Wayback Machine.
- Mis-portrayal of Darwin as a Racist
- Darwin's Volcano – a short video discussing Darwin and Agassiz' coral reef formation debate
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118523813 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ 9.0 9.1 BD Gest'
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 GeneaStar
- ↑ 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 14.0 14.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 15.0 15.1 AlKindi
- ↑ 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 18.0 18.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ www.accademiadellescienze.it
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 21.0 21.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
- ↑ http://link.springer.com/content/pdf/10.1007/978-1-4020-5818-9_7.pdf
- ↑ Charles Robert Darwin / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Bedroom where Charles Darwin died to be opened to the public — 2016. — ISSN 1756-3224; 1354-4322
- ↑ https://www.francetvinfo.fr/monde/royaume-uni/stephen-hawking-sera-enterre-au-cote-de-newton-et-darwin-a-l-abbaye-de-westminster_2666542.html
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Cambridge Alumni Database — University of Cambridge.
- ↑ 30.00 30.01 30.02 30.03 30.04 30.05 30.06 30.07 30.08 30.09 30.10 30.11 30.12 Kindred Britain
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.orden-pourlemerite.de/mitglieder/charles-robert-darwin?m=4&u=2
- ↑ Premio Bressa — Accademia delle Scienze di Torino.
- ↑ https://www.universiteitleiden.nl/en/about-us/facts-and-figures/laureates
- ↑ https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal
- ↑ https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/