ნიადაგთმცოდნეობა (იგივეა რაც პედოლოგია) — მეცნიერება ნიადაგის, მისი წარმოშობის განვითარების, გეოგრაფიული გავრცელების, რაციონალურად გამოყენებისა და შედგენილობა-თვისებების შესახებ. ნიადაგთმცოდნეობა შეისწავლის ნიადაგს, როგორც ბუნების სხეულს, წარმოების საშუალებას და შრომის საგანს. ნიადაგთმცოდნეობის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ნიადაგების კლასიფიკაციის დადგენა, ნიადაგთწარმოქმნის პირობების გარკვევა და ნიადაგის მორფოლოგიის შესწავლა. დაკავშირებულია გეოგრაფიასთან, გეოლოგიასთან და ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან.

ნიადაგის პროფილი

ნიადაგთმცოდნეობის ძირითადი დარგებია:

ისტორია რედაქტირება

ნიადაგების მეცნიერული შესწავლა დაიწყო XVIII-XIX სს. მიჯნაზე. ნიადაგთმცოდნეობის მეცნიერული თეორია რუსეთში XIX საუკუნის II ნახევარში შეიქმნა და მას გენეზისური მიმართულება მიეცა. ვასილი დოკუჩაევმა დაასაბუთა ნიადაგთწარმოქმნის ბუნებრივი ფაქტორების (ნიადაგთწარმომქმნელი ქანი, კლიმატი, რელიეფი, ხნოვანება, მცენარეულობა) უდიდესი როლი, რომელსაც შემდგომში დაემატა ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება. მეცნიერული ნიადაგთმცოდნეობის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა აგრეთვე პავლე კოსტიჩევმა, ვასილი ვილიამსმა; შემდგომ ეტაპებზე მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით: გ. ვისოცკის, კ. გლინკას, ლ. პრასოლოვს, ს. ზახაროვს, ი. ტიურინს, ი. გერასიმოვს და სხვ. XX საუკუნის დასაწყისში ნიადაგთმცოდნეობაში შეიქმნა ახალი ქიმიური მიმართულება, რომლის ფუძემდებლად ითვლება კონსტანტინე გედროიცი, ხოლო 20-იან წწ. - ბიოგეოქიმიური მიმართულება (ვლადიმერ ვერნადსკი). დოკუჩაევის მოძღვრების საფუძველზე დამუშავდა გვალვის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები.

ნიადაგთმცოდნეობაში ფართოდ იყენებენ საველე-ექსპედიციურ და სტაციონარულ გამოკვლევებს, ის მჭიდროდაა დაკავშირებული გეომორფოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, მინერალოგიასთან, პეტროგრაფისთან, მცენარეთა ფიზიოლოგიასთან, ქიმიასთან, ფიზიკასთან და სხვ. დარგებთან. დიდი ყურადღება ექცევა ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებას, აგროტექნიკურ და მელიორაციულ ღონისძიებებს.

წარმატებით განვითარდა ნიადაგთმცოდნეობა საქართველოში. ჩატარებულია ნიადაგების გამოკვლევები საქართველოს სხვადასხვა რაიონში. საქართველოში ნიადაგთმცოდნეობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ცნობილ მეცნიერებს: დიმიტრი გედევანიშვილს, მიხეილ საბაშვილს, მიხეილ დარასელიას, გიორგი ტარასაშვილს, გაბრიელ ტალახაძესა და სხვ.

ნიადაგთმცოდნეობაში ჩატარებულია საერთაშორისო კონგრესები. გამოდის ჟურნალები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საბაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 401.
  • საბაშვილი მ., ნიადაგთმცოდნეობა, თბ., 1970;
  • Докучаев В. В., Соч., т. 1—9, М. — Л., 1949—61;
  • Сибирцев Н. М., Избр. соч., т. 1—2, М., 1951—53;
  • Гедройц К. К., Избр. соч., т. 1—3, М., 1955.