მთავარი მენიუს გახსნა

უილიამ ჰარვეი, ჰარვი ( William Harvey; დ. 1 აპრილი, 1578, ფოლქსტონი, კენტის საგრაფო — გ. 3 ივნისი, 1657, ლონდონი) — ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი და ემბრიოლოგი. კემბრიჯში სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1597) მუშაობდა პადუაში, სადაც 1602 მიიღო პადუის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის დიპლომი. ლონდონში დაბრუნების შემდეგ, 1607 წელს, ექიმთა სამეფო კოლეგიის წევრად აირჩიეს. მუშაობდა წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში ქირურგად და მთავარ ექიმად. ჰარვეიმ ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ცხოველის სხეულში სისხლი მუდმივად მოძრაობს დახშულ ძარღვებში, რაც განპირობებულია იმ წნევით, რომელიც წარმოიქმნება გულის შეკუმშვის შედეგად.

უილიამ ჰარვეი
ესპ. William Harvey
William Harvey 2.jpg
დაბ. თარიღი 1 აპრილი 1578[1]
დაბ. ადგილი ფოლკსტონი[2]
გარდ. თარიღი 3 ივნისი 1657(1657-06-03)[1] [3] [4] [5] (79 წლის)
გარდ. ადგილი როჰემპტონი
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ეროვნება ინგლისელები
სამეცნიერო სფერო მედიცინა, ფიზიოლოგია და ემბრიოლოგია
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პადუის უნივერსიტეტი და გონვილი და კაიუსის კოლეჯი
ხელმოწერა William Harvey signature.svg

1628 წელს გამოვიდა ჰარვეის წიგნი "ანატომიური გამოკვლევა გულისა და სისხლის მოძრაობის შესახებ ცხოველებში"; ამ წიგნში მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება სისხლის მიმოქცევაზე, რაც დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა გალენოსის დოქტრინას. ჰარვეიმ 1651 წელს გამოაქვეყნა "გამოკვლევები ცხოველების ჩასახვის შესახებ"; მისი მოძღვრების თანახმად, არა მარტო ცხოველები, არამედ მცენარეებიც თავის განვითარებას კვერცხიდან იწყებენ.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Гарвей Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Encyclopædia Britannica
  4. SNAC — 2010.
  5. The Peerage — 717826 ეგზ.