პენტეკოსტი (კუნძული)

პენტეკოსტი (ინგლ. Pentecost Island) — კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. არის ვანუატუს რესპუბლიკის ნაწილი. ადმინისტრაციულად შედის პენამას პროვინციის შემადგენლობაში. ფრანგულ ენაზე კუნძული ცნობილია, როგორც Pentecôte. მეორე დასახელებაა — კუნძული რაგა.

პენტეკოსტი
მშობ. სახელი: ინგლ. Pentecost Island

კუნძულ პენტეკოსტის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 15°45′38″ ს. გ. 168°11′23″ ა. გ. / 15.76056° ს. გ. 168.18972° ა. გ. / -15.76056; 168.18972
ფართობი 490,5 კმ²
სიგრძე 63 კმ
სიგანე 12 კმ
უმაღლესი წერტილი 947 მ
მთა ვულმატი
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია პენამა
დემოგრაფია
მოსახლეობა 16 843 (2009)
სიმჭიდროვე 34,338 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული პენტეკოსტი მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში, წყნარ ოკეანეში, ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ მაევოს, სამხრეთით მდებარე კუნძულ ამბრიმს და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძულ ობას შორის. ვანუატუს დედაქალაქი — პორტ-ვილა მდებარეობს კუნძულიდან 190 კმ-ში სამხრეთით. უახლოესი მატერიკი ავსტრალია მდებარეობს დაახლოებით 1200 კმ-ში[1].

როგორც არქიპელაგის სხვა კუნძულები, პენტეკოსტს აქვს ვულკანური წარმოშობა[1]. კუნძულ პენტეკოსტის ფართობი შეადგენს 490,5 კმ²-ს[1]. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა ვულმატი (947 მეტრი)[2].

პენტეკოსტი — მთიანი კუნძულია, დაფარული ხშირი მცენარეულობით. სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ შეადგენს დაახლოებით 63 კმ-ს, სიგანე — 12 კმ-ს[2]. მთელ კუნძულზე გადაჭიმული მთის ჯაჭვი, ყოფს პენტეკოსტს ორ ნაწილად: აღმოსავლეთი სანაპირო ნალექების დიდი რაოდენობით და დასავლეთი სანაპირო უფრო ზომიერი კლიმატით[3]. სანაპირო დაბლობები, სადაც მოედინება მცირე მდინარეები, იდეალური ადგილია პლანტაციებისთვის და საძოვრებისათვის[3].

კლიმატი კუნძულზე ნოტიო ტროპიკულია. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა აჭარბებს 3000 მმ-ს[1]. პენტეკოსტზე ხდება ხშირი ციკლონები და მიწისძვრები.

კუნძული პენტეკოსტი 1768 წლის 22 მაისს აღმოაჩინა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა[4]. სახელი, რომელიც ინგლისური ენიდან ითარგმნება როგორც «სულთმოფენობა» (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), კუნძულს 1774 წელს დაარქვა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა ქრისტიანული დღესასწაულის პატივსაცემად, რომელ დღესაც მან გაცურა პენტეკოსტის გვერდით.

XIX საუკუნის ბოლოს პენტეკოსტზე გაიგზავნა რამდენიმე ანგლიკანი მისიონერი[5]. XX საუკუნის დასაწყისში კუნძულზე დაიწყეს საკუთარი მისიონერული მოღვაწეობა ქრისტეს ეკლესიის წარმომადგენლებმა[6].

1906 წლის მარტში პენტეკოსტი, როგორც ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[7].

1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და პენტეკოსტის კუნძული გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წელს პენტეკოსტის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 16 843 ადამიანს[8]. პენტეკოსტის ყველაზე უფრო დიდი დასახლებები მდებარეობენ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს შიდა რაიონებში. დასავლეთ სანაპიროზე მთავარი დასახლებებია: ლაონე (ინგლ. Laone), ლოლტონგი (ინგლ. Loltong), ბვატნაპნე (ინგლ. Bwatnapne), მელსისი (ინგლ. Melsisi) , ვანუ (ინგლ. Vanu), ბარავეტი (ინგლ. Baravet), ლონორორე (ინგლ. Lonorore), ჰოტვატა (ინგლ. Hotwata), პანასი (ინგლ. Panas), ვალი (ინგლ. Wali), პანგი (ინგლ. Pangi) და სალაპი (ინგლ. Salap). ბევრ დასახლებაში არსებობს საფოსტო განყოფილებები და ბანკების ფილიალები.

პენტეკოსტის აღმოსავლეთი სანაპირო მიუდგომელი ადგილია, ამიტომ აქ ცხოვრობს საკმაოდ ცოტა ხალხი. აღმოსავლეთით ყველაზე დიდი დასახლებებია: რანვასი (ინგლ. Ranwas), ბუნლაპი (ინგლ. Bunlap), რანონი (ინგლ. Ranon) და ვანრასინი (ინგლ. Vanrasini).

პენტეკოსტის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ლაონე უოლტერ ლინის სამშობლოა, რომელმაც მიიყვანა ვანუატუ დამოუკიდებლობამდე 1980 წელს.

კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია: ბისლამა, ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:

  • აბმა (4500 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • სა (1800 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
  • სეკე (300 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • სოვა (20 მოლაპარაკე 1971 წელს; გავრცელებულია კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • ჰანო (7000 მოლაპარაკე 1991 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და მაევოს სამხრეთ ნაწილში)[9].

ეკონომიკა

რედაქტირება

პენტეკოსტზე არ არსებობს მსხვილი ქალაქები. კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს მცირე სოფლებში და დასაქმებულები არიან სოფლის მეურნეობაში. პენტეკოსტის ძირითადი სასოფლო სამეურნეო პროდუქტია ტარო. ადგილობრივი მოხმარებისთვის ასევე მოყავთ მანიჰოტი, იამსი, ბანანი, ქოქოსის პალმა, ნესვის ხე, სიზიგიუმი, ციტრუსები, შაქრის ლერწამი, კაკაო, ინდური მანგო, ანანასი და ზოგიერთი ევროპული ბოსტნეული კულტურები. ბოსტნეულს ხშირად ასუფთავებენ და ახვევენ მრგვალ ფოთლებში, რის შემდეგაც აცხობენ მიწის ღუმელში ქოქოსის კრემით. ასე მიიღება პუდინგი, რომლის ადგილობრივი დასახელებაა «ლაპლაპი». სოფლებში ასევე მოშენებულია ღორი, ქათამი, მსხვილფეხა პირუტყვი. კუნძულიდან ტრადიციულად ექსპორტირდება კოპრა, მაგრამ ბოლო დროს ძირითადი საექსპორტო საქონელია კავა.

კუნძული პენტეკოსტი — ვანუატუს ექსტრემალური თოკით ნახტომების სამშობლოა, რომელიც წარმოიშვა ადგილობრივი რიტუალისგან სახელად ნაგჰოლი[3]. ყოველ წელს აპრილსა და ივნისს შორის კუნძულის მამაკაცები ფეხებშეკრულები ხტებიან მაღალი თაღებიდან. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ეს იამსის კარგი მოსავლის გარანტიას იძლევა. ბოლო დროს ეს გახდა შემოსავლის კარგი წყარო კუნძულელთათვის: ტურისტები კარგად იხდიან, რომ ნახონ ეს სანახაობა[3].

ტრანსპორტი

რედაქტირება

კუნძული პენტეკოსტზე არსებობს ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი: ლონორორეში (ინგლ. Lonorore) კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით და სარაში (ინგლ. Sara) ჩრდილოეთით. კუნძულის გვერდით ხშირად ცურავენ ტვირთიანი გემები. ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართება გრუნტიანი ავტოგზა. ავტოგზით ასევე შეერთებულია სოფელი სალაპი პენტეკოსტის სამხრეთ-აღმოსავლეთში და სოფელი რანვასი სამხრეთ-აღმოსავლეთში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-11.
  2. 2.0 2.1 [John Search. პენტეკოსტის კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-02. ციტირების თარიღი: 2014-11-11. John Search. პენტეკოსტის კუნძული. (ინგლისური)]
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Vanuatu Paradise. პენტეკოსტის კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-26. ციტირების თარიღი: 2014-11-11.
  4. [ვანუატუს მკვლევარები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-02-08. ციტირების თარიღი: 2014-11-11. ვანუატუს მკვლევარები. (ინგლისური)]
  5. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 18.
  6. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 19.
  7. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  8. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-11.
  9. Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)