კავა — ძველი ქალაქი ნილოსის მესამე და მეოთხე ჭორომს შორის, ნილოსის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს თანამედროვე სუდანში, დონგოლასთან ახლოს. სავარაუდოდ, დააარსეს ეგვიპტის შუა სამეფოს პერიოდში (ძვ. წ. XX საუკუნე. დასახლება ხელახლა ააშენა ფარაონმა ამენჰოტეპ III-მ და მისმა მემკვიდრემ ამენჰოტეპ IV-მ (ეხნატონმა) ძვ. წ. XV საუკუნეში. 1930-1931 და 1935-1936 წლებში კავაში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპედიციამ გამოავლინა ტუტანხამონისა და ქუშის მეფეთა მიერ აგებული ტაძრები. აღმოჩენილია რამდენიმე წარწერაც, რომელიც შეიცავს ცნობებს ფარაონ ტაჰარქასა და ქუშის მეფე ამანინეტეიერიკეს მეფობის შესახებ.

ყორღანის ნანგრევები კავაში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Wilkinson, Richard H., The Complete Temples of Ancient Egypt. Thames & Hudson. 2000
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კავა&oldid=3607397“-დან