საძოვარი
საძოვარი — მცენარეულით დაფარული მიწის სავარგული, სადაც ძოვს ცხოველი. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ საძოვარს. ბუნებრივი საძოვრის მცენარეული საფარი უმთავრესად შედგება მრავალწლოვანი ველური მცენარეების, ზოგჯერ ლიქენების (ტუნდრა), ბუჩქ-ბალახისა და ბუჩქისაგან (ტუნდრა, ტრამალი, უდაბნო). ხელოვნური ანუ ნათესი საძოვარი წარმოქმნილია მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი პარკოსან-მარცვლოვანი ბალახთნარევის თესვით. საძოვრული შენახვისას სასოფლო-სამეურნეო ცხოველთაპროდუქტიულობა 25—40 %-ით მეტი, პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალი, ხოლო თვითღირებულება 20—30 %-ით ნაკლებია, ვიდრე ბაგური შენახვის დროს. საძოვარზე ცხოველებს მაშინ უშვებენ, როდესაც მცენარე ვეგეტაციის ადრეულ ფაზაშია და საყუათო ნოვთიერებებს უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 218.