მთავარი მენიუს გახსნა

აზიის განვითარების ბანკი (ინგლ. Asian Development Bank) — დაფუძნდა 1966 წელს. მიზნად ისახავს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, ამ რეგიონებში პირდაპირი სესხების გაცემასა და ტექნიკური დახმარების გაწევას.

აზიის განვითარების ბანკი (Asian Development Bank)
ტიპი რეგიონალური განვითარების ბანკი
დაფუძნდა 1966
მდებარეობა მანილა, ფილიპინები
წამყვანი ტაკეჰიკო ნაკაო (პრეზიდენტი)
მომხმარებელი 3,092 employees[1]
საიტი adb.org

ბანკის სათაო ოფისი მანილაში (ფილიპინები) მდებარეობს. მისი პრეზიდენტი 2013 წლის 28 აპრილიდან იაპონელი ტაკეჰიკო ნაკაოა[2].

სექციების სია

ისტორიარედაქტირება

საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 1965 წლის 21-ე სესიაზე დამტკიცდა შესაბამისი გადაწყვეტილება. აზიის განვითარების ბანკი, პირველ რიგში, აზია-წყნარი ოკეანის ზონაში სიღარიბესთან ბრძოლის ინსტრუმენტი გახდა. უკვე 1966 წლის ბოლოს ფინანსურმა ორგანიზაციამ მუშაობა დაიწყო[3].

აზიის განვითარების ბანკმა თავიდანვე გააერთიანა 31 ქვეყანა. მასში გაერთიანების უფლება აქვთ გაეროს წევრ ქვეყნებს. აზიის განვითარების ბანკის პირველი პრეზიდენტი იყო თაკეში ვატანაბე[3].

როდესაც მსოფლიომ პირველი ნავთობის ფასის შოკი განიცადა, აზიის განვითარების ბანკმა ხელი შეუწყო ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგორესურსების განვითარებას[3].

მეორე ნავთობის კრიზისის ფონზე ADB განაგრძობს მხარდაჭერას ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ პროექტებზე[3].

1982 წელს აზიის განვითარების ბანკმა გახსნა პირველი საველე ოფისი ბანგლადეშში, რათა საჭიროებისამებრ უზრუნველყოს თანამშრომლობა. ათწლეულის შემდეგ ბანკმა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა[3].

1995 წელს აზიის განვითარების ბანკმა გახდა პირველი მრავალმხრივი ორგანიზაცია, რომელსაც დაამტკიცა მმართველობითი პოლიტიკა ღარიბი ფენის დასახმარებლად[3].

ADB- ის გაწევრიანება გაფართოვდა ცივი ომის დასრულების შემდეგ რამდენიმე ცენტრალური აზიის ქვეყნების დამატებით[3].

1997 წლის შუა პერიოდში, სერიოზული ფინანსური კრიზისი მოხვდა რეგიონში. ბანკმა პროექტებისა და პროგრამების დახმარებით გააძლერა ფინანსური სექტორი და შექმნა სოციალური დაცვის ქსელი ღარიბი ფენის დასახმარებლად. ADB- მ დაუმტკიცა ყველაზე დიდი სესხი 4 მილიარდი დოლარის ოდენობით კორეის რესპუბლიკას და ამავე წელს დააფუძნა აზიის ვალუტის კრიზისის დახმარების დაწესებულება[3].

2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) ეპიდემიამ იფეთქა რეგიონში. აზიის განვითარების ბანკმა დაიწყო დახმარება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, რათა დახმარებოდა ქვეყნებს[3].

2004 წელს მომხდარი ცუნამის შედეგად ინდოეთში, ინდონეზიაში, მალდივებზე და შრი ლანკაში აზიის განვითარების ბანკმა გამოყო თანხა სტიქიური უბედურების ზარალის დასაფარად, რამაც შეადგინა $850 მილიონი[3].

2005 წელს პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენისთვის ბანკმა გამოყო 1 მილიარდი დოლარი[3].

2014 წლის აპრილში აზიის განვითარების ბანკმა დააარსა ოფისები მიანმარის ორ ქალაქში ნაი პი ტაუში და იანგონში. 2014 წლის მაისში დაგეგმილი იყო ADB- ის ორი ძირითადი ფონდის, აზიის განვითარების ფონდისა და მისი კაპიტალის რესურსების ერთანეთთან დაკავშირება[3].

საქმიანობარედაქტირება

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აზიის განბითარების ბანკის წილის კაპიტალი 147.55 მილიარდი დოლარი იყო[4]. ყველაზე მსხვილი აქციონერები იყვნენ: იაპონია (15,51%), აშშ (15.51%), ჩინეთი (6.45%), ინდოეთი (6.34%), ავსტრალია (5.79%), ინდონეზია (5,45 %), კანადა (5.24%), სამხრეთ კორეა (5.04%) და გერმანია (4.33%)[5].

2015 წლის 20 აგვისტოს, აზიის განვითარების ბანკმა ყაზახეთისთვის 1 მილიარდი დოლარის სესხი დაამტკიცა[6].

2014 წლისთვის სესხების საერთო რაოდენობამ 22.9 მილიარდი დოლარი შეადგინა[6].

ინვესტირების პრიორიტეტული სფეროებია — ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, საფინანსო სექტორი.

სესხები გაიცემა ორი ფონდიდან: ჩვეულებრივი და განსაკუთრებული. პირველი განკუთვნილია კომერციულ პირობებზე და მოკლევადიანი პერიოდისთვის კრედიტის გაცემაზე, ძირითადად 15-25 წლის განმავლობაში. სპეციალური ფონდი განკუთვნილია გრძელვადიანი კრედიტებისთვის — 25-40 წელზე, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით (1-3%). საშემოსავლო ფონდიდან სესხის საშეღავათო პერიოდი 3-5 წელია, ხოლოსპეციალური ფონდიდან 10 წელი.

2006 წელს ბანკმა გადაწყვიტა შექმნას “აზიის სავალუტო ერთეული“ AMU, რომელიც ასახავს რეგიონის 13 ქვეყნის ფულადი ერთეულების აქციებს და, შესაძლოა, დროის განმავლობაში, ევროს აზიური ანალოგიც გახდეს.

სტრუქტურარედაქტირება

ორგანიზაციის მთავარი ორგანო მმართველი საბჭოა, რომლის კომპეტენციაში შედის დირექტორთა საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობა, მისი წევრების არჩევა. მმართველი საბჭო შედგებააზიის განვითარების ბანკის თითოეული წევრის დელეგირებული წარმომადგენლებისგან. ყოველი ხუთი წლის განმავლობაში ბანკის ძირითადი ორგანო ირჩევს პრეზიდენტს. თავად პრეზიდენტი, ისევე, როგორც დირექტორთა საბჭოს თორმეტი წევრიდან რვა უნდა წარმოადგენდნენ აზიის რეგიონს. ეს პირობა სავალდებულოა და დადგენილია ქარტიაში[7].

პრეზიდენტებირედაქტირება

ორგანიზაციის არსებობის მანძილზე მისი პრეზიდენტები იაპონელები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მათ დიდი როლი ეკისრებათ აზიის განვითარების ბანკში[8].

სახელი თარიღი ეროვნება
თაკეში ვატანაბე 1966–1972  იაპონელი
შირო ინოუე 1972–1976  იაპონელი
ტაროიჩი იოშიდა 1976–1981  იაპონელი
მასაო ფუჯიოკა 1981–1989  იაპონელი
კიმისამა ტარუმიზუ 1989–1993  იაპონელი
მიცუო სატო 1993–1999  იაპონელი
ტადაო ჩინო 1999–2005  იაპონელი
ჰარუჰიკო კუროდა 2005–2013  იაპონელი
ტაკეჰიკო ნაკაო 2013–  იაპონელი

რეგიონალური წევრებირედაქტირება

 ავსტრალია (1966)  ავღანეთი (1966)  სომხეთი (2005)   აზერბაიჯანი (1999)
 ბანგლადეში (1973)  ბჰუტანი(1982)  ბრუნეი (2006)  ვანუატუ (1981)
 ვიეტნამი (1966)   ჰონგ-კონგი (1969)   საქართველო (2007)   ინდონეზია (1966)
 ინდოეთი (1966)  ყაზახეთი (1994)  კამბოჯა (1966)  კირიბატი (1974)
 ჩინეთი (1986)   ყირგიზეთი (1994)  ლაოსი (1966)  მალაიზია (1966)
  მალდივის რესპუბლიკა  (1978)  მარშალის კუნძულები(1990)   მიკრონეზია (1990)  მონღოლეთი (1991)
 მიანმარი (1973)  ნაურუ (1991)  ნეპალი (1966)  ახალი ზელანდია (1966)
  კუკის კუნძულები (1976)  სამოა (1966)  სინგაპური (1966)   სოლომონის კუნძულები (1973)
 პაკისტანი (1966)  პალაუ (2003)  პაპუა - ახლაი გვინეა (1971)  ტაჯიკეთი (1998)
 ტაილანდი (1966)  ჩინეთის რესპუბლიკა(1966)   ტონგა (1972)   ტუვალუ (1993)
 თურქმენეთი (2000)  უზბეკეთი (1995)  აღმოსავლეთი ტიმორი (2002)  ფილიპინები (1966)
 ფიჯი (1970)  შრი-ლანკა (1966)  სამხრეთი კორეა (1966)  იაპონია (1966)

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება