კანონი (ნორმატიული აქტი)

კანონი — სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. კანონები ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც მიიღება კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპების საფუძველზე და მათ განსავითარებლად. კანონები, მათში არსებული ნორმების მნიშვნელობის მიხედვით, იყოფა კონსტიტუციურ, ორგანულ და ჩვეულებრივ კანონებად. ჩვეულებრივი კანონები, თავის მხრივ, იყოფა საკოდიფიკაციო და მიმდინარე კანონებად[1].

კონსტიტუციური კანონი არეგულირებს საზოგადოების ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და მიღების წესით არაფრით არ განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური კანონით მოქმედ კონსტიტუციის ტექსტში შედის ცვლილებები ან დამატებები, რის შემდეგ ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას[2].

ორგანული კანონი საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციფიკური წყაროა. ორგანული კანონის მიღება პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში. ორგანული კანონის არსი ისაა, რომ იგი ასე ავსებს კონსტიტუციას, არ ცვლის მის ძირითად პრინციპებს და არ ეხება მის სიღრმისეულ აზრს[2].

ჩვეულებრივი კანონები არეგულირებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებს[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004
  1. პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 39
  2. 2.0 2.1 2.2 პ. ცნობილაძე, კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი, თბ., 2004, გვ. 40