ტორესის კუნძულები
ტორესის კუნძულები (ინგლ. Torres Islands) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სანტა-კრუსის კუნძულებსა და ახალ ჰებრიდებს შორის. შედის ვანუატუს რესპუბლიკის პროვინცია ტორბას შემადგენლობაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია დასახლება ლუნგჰარეგი (Lungharegi).
მშობ. სახელი: ინგლ. Torres Islands | |
---|---|
ტორესის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 13°15′ ს. გ. 166°37′ ა. გ. / 13.250° ს. გ. 166.617° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 7 |
მთავარი კუნძული | ჰიუ |
ფართობი | 117,8 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 366 მ |
ვანუატუ | |
პროვინცია | ტორბა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 826 (2009) |
სიმჭიდროვე | 7,012 ად. /კმ² |
კუნძულების ჩრდილოეთით მდებარეობს სოლომონის კუნძულების პროვინცია ტემოტუ, სამხრეთით — კუნძული ესპირიტუ-სანტო, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ბანქსის კუნძულები.
დასახელება
რედაქტირებაევროპელების მიერ კუნძულების აღმოჩენამდე ტორესის კუნძულების სახელი იყო ვავა ან ვავე (Vava or Vave) [ˈβaβə]. მიუხედავად ამისა, XIX საუკუნის დასაწყისში მათ დაერქვა ტორესის კუნძულები პორტუგალიელი ზღვაოსნის, ლუის ვაეს დე ტორესის პატივსაცემად, რომელმაც 1606 წელს გამოიკვლია ზოგიერთი კუნძული ვანუატუს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში. მიუხედავად ამისა, არც ტორესს და არც პედრო ფერნანდეს კიროსს (მისი მეთაური) არასდროს უნახავთ და არ გადასულან ტორესის კუნძულებზე.
გეოგრაფია
რედაქტირებატორესის კუნძულების შემადგენლობაში შედის შვიდი კუნძული: ჰიუ (Hiu ან Hiw), მეტომა (Metoma), ტეგუა (Tegua), ნგველი (Ngwēl), ლინუა (Linua), ლო (Lo ან Loh) და ტოგა (Toga).
№ | კუნძული | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2009 წელი) |
უმაღლესი წერტილი, მ |
კოორდინატები |
---|---|---|---|---|---|
1 | ჰიუ | 51,1 | 269 | 366 | 13°08′20″ ს. გ. 166°33′49″ ა. გ. / 13.13889° ს. გ. 166.56361° ა. გ. |
2 | მეტომა | 3,0 | 13 | 115 | 13°12′28″ ს. გ. 166°36′02″ ა. გ. / 13.20778° ს. გ. 166.60056° ა. გ. |
3 | ტეგუა | 30,7 | 58 | 300 | 13°14′48″ ს. გ. 166°37′01″ ა. გ. / 13.24667° ს. გ. 166.61694° ა. გ. |
4 | ნგველი | 0,1 | — | 4 | 13°16′08″ ს. გ. 166°35′10″ ა. გ. / 13.26889° ს. გ. 166.58611° ა. გ. |
5 | ლინუა | 2,2 | — | 26 | 13°19′37″ ს. გ. 166°37′57″ ა. გ. / 13.32694° ს. გ. 166.63250° ა. გ. |
6 | ლო | 11,9 | 210 | 115 | 13°21′02″ ს. გ. 166°38′40″ ა. გ. / 13.35056° ს. გ. 166.64444° ა. გ. |
7 | ტოგა | 18,8 | 276 | 240 | 13°25′20″ ს. გ. 166°41′30″ ა. გ. / 13.42222° ს. გ. 166.69167° ა. გ. |
სულ | 117,8 | 826 | 366 | 13°15′ ს. გ. 166°37′ ა. გ. / 13.250° ს. გ. 166.617° ა. გ. |
კუნძულები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 42 კმ-ზე. კუნძულების რელიეფი გორაკიანია.
ისტორია
რედაქტირებატორესის კუნძულები მწირე არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით დასახლებული იყო დაახლოებით 3200 წლის წინ. მრავალი ფაქტი, როგორც არქეოლოგიური ასევე ზეპირსიტყვიერი მოწმობს იმაზე, რომ ევროპელებთან პირველ კონტაქტამდე კუნძულებზე იყო დასახლებების ორგანიზაციის სრულიად სხვანაირი სისტემა. თანამედროვეობისგან განსხვავებით ძველად დასახლებები მდებარეობდა არა სანაპიროებზე, არამედ კუნძულების შიდა რაიონებში და წარმოადგენდა გაფართოებული ოჯახების დასახლებებს (კუნძულებზე მათ ერქვათ გმელი). შედეგად კუნძულების ცენტრალურ ნაწილში მოიპოვება ბევრი გასუფთავებული მონაკვეთი, რომელზეც მდებარეობს შინაური მეურნეობა და სარიტუალო მოედნები.
ტორესის კუნძულები ევროპელებმა აღმოაჩინეს მხოლოდ XIX საუკუნეში. მაგრამ უკვე 1880-იან წლებში კუნძულებზე გამოჩნდა პირველი ანგლიკანური მელანეზიური მისიის მისიონერები. ამ დროს მიეკუთვნება კუნძულების მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლება სანაპიროებზე. მისიონერები ხელს უწყობდნენ არა მარტო ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას, არამედ განათლებასაც. მაგრამ კუნძულებზე განათლება 1970-იან წლებამდე ხდებოდა კუნძულ მოტას ენაზე, რომელიც მდებარეობდა ბანქსის კუნძულებზე, სადაც იმყოფებოდა მისიის რეგიონალური ცენტრი. ამავე ენაზე გადაითარგმნა ბიბლია. ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახა ტორესის კუნძულების ადგილობრივ ენებზე.
მიუხედავად კუნძულებზე ანგლიკანურ მელანეზიური მისიის არსებობისა, პირველი მუდმივი მისიონერული ცენტრი კუნძულებზე გამოჩნდა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში.
მიუხედავად მისიონერების ბევრი დადებითი საქმიანობისა, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა მრავალრიცხოვანი ეპიდემიური დაავადებებისაგან, რომლებიც კუნძულებზე შეიტანეს ევროპელებმა. შედეგად, 1930-იანი წლების დასაწყისში მკვიდრი მაცხოვრებლების რაოდენობა შეადგენდა სულ 56 ადამიანს.
კოლონიალური ბატონობის პერიოდში კუნძულები იყო ახალი ჰებრიდების ფრანგულ-ბრიტანული თანამფლობელობის ნაწილი. 1980 წელს ტორესის კუნძულები გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ნაწილი.
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წელს ტორესის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 826 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ უპირატესად ზღვის ნაპირებთან ახლოს თავმოყრილ ათ დასახლებულ პუნქტში.
ტორესის კუნძულებზე არსებობს ორი ადგილობრივი ენა: ჰიუ და ლო-ტოგა. ჰიუს ენაზე ლაპარაკობს კუნძულ ჰიუზე მცხოვრებნი (დაახლოებით 200 ადამიანი), ლო-ტოგაზე — ძირითადად ლოჰის და ტოგას კუნძულებზე მაცხოვრებლები (დაახლოებით 750 ადამიანი). ლო-ტოგას ენაში გამოიყოფა ორი დიალექტი — ლო და ტოგა. ამ ენების საფუძვლიანი შესწავლის პირველი ცდა მოხდა მხოლოდ 2004 წელს ფრანგი ენათმეცნიერის მიერ.
ინფრასტრუქტურა
რედაქტირება1983 წელს კუნძულ ლინუაზე აშენდა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ ავიაკავშირს ვანუატუს სხვა კუნძულებთან. კუნძულებზე არსებობს სატელეფონო კავშირი, მცირე საავადმყოფო, მაგრამ არ არსებობა ბანკები და პოლიციის უბნები.
ეკონომიკა
რედაქტირებატორესის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა ნატურალური მეურნეობა და თევზჭერა.
კულტურა
რედაქტირებატორესის კუნძულები მდებარეობს მელანეზიური და პოლინეზიური კულტურების საზღვარზე. მოსახლეობის მცირე რაოდენობის მიუხედავად, შენარჩუნებულია საკმაოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, კერძოდ, რიტუალური ქუდები — ტემეტი (temēt), რომელიც გამოიყენება რიტუალური სიმღერების და ცეკვების შესრულების დროს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- A climatologist’s view on the Litao migration დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ტურიზმი ტორესის კუნძულებზე დაარქივებული 2020-02-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ენების რუკა ტორესის და ბანქსის კუნძულებზე (ინგლისური)
- ტორესის კუნძულების ფოტოგრაფიები დაარქივებული 2007-02-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ტორესის და ბანქსის კუნძულები დაარქივებული 2012-08-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)