ესპირიტუ-სანტო (ესპ. espíritu santo — წმინდა სული, ზოგჯერ უბრალოდ ეძახიან სანტოს) — სიდიდით ყველაზე დიდი კუნძული ვანუატუს შემადგენლობაში. ფართობი — 3955,5 კმ². მოსახლეობა — 39 601 ადამიანი[1] (2009). შედის არქიპელაგ ახალი ჰებრიდების შემადგენლობაში წყნარი ოკეანის მელანეზიის რეგიონში. პროვინცია სანმის ძირითადი ნაწილი.

ესპირიტუ-სანტო
მშობ. სახელი: ესპ. espíritu santo

ესპირიტუ-სანტოს მდებარეობა ვანუატუში
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 15°15′ ს. გ. 166°50′ ა. გ. / 15.250° ს. გ. 166.833° ა. გ. / -15.250; 166.833
ფართობი 3955,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 1879 მ
მთა ტაბვემასანა
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია სანმა
დემოგრაფია
მოსახლეობა 39 601 (2009)
სიმჭიდროვე 10,012 ად. /კმ²

ესპირიტუ-სანტოს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ლუგანვილი — სიდიდით მეორე ქალაქია ვანუატუში და პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ავტოგზები მიემართებიან ლუგანვილიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მაგრამ კუნძულის დიდი ნაწილი შორსაა მცირე საგზაო ქსელიდან.

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულის უმაღლესი წერტილია — მთა ტაბვემასანა (1879 მეტრი) კუნძულის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით, ეს მთა ამავდროულად მთელი ქვეყნის უმაღლესი წერტილია.

 
კუნძულის რუკა.

პორტუგალიელმა მკვლევარმა, ესპანეთის ქვეშევრდომმა, პედრო ფერნანდეს კიროსმა 1606 წელს დააარსა დასახლება ბიგ-ბეის უბეში კუნძულის ჩრდილოეთ მხარეს. ესპირიტუ-სანტომ მიიღო თავისი სახელი კიროსისგან, რომელმაც მთლიან კუნძულთა ჯგუფს უწოდა ავსტრალია-დე-ესპირიტუ-სანტო.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპების დროს კუნძული იყო აშშ-ის ბაზა და იქ თავმოყრილი იყო სამხედრო მომარაგება, აეროდრომი და დახმარების ბაზა.

1980 წლის მაისსა და აგვისტოს შორის კოლონიალურ ახალ ჰებრიდებზე საერთო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმიდან დამოუკიდებელ ვანუატუს რესპუბლიკაზე ხელისუფლების გადაცემის დროს კუნძული იყო აჯანყების ადგილი. ჯიმი სტივენსის მოძრაობა «ნაგრიამელმა» კუნძული ესპირიტუ-სანტო გამოაცხადა დამოუკიდებლად ახალი სახელმწიფოსაგან. გამოცხადდა ვემერანას რესპუბლიკა. ყოფილი ფრანგულ-ბრიტანული ადმინისტრაცია და შეიარაღებული ძალები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შეხვდნენ ინდიფერენტულად. ამასთან დაკავშირებით ვანუატუს მთავრობამ დახმარება სთხოვა პაპუა-ახალ გვინეას, მისი სამხედრო ძალები შევიდნენ კუნძულზე და აღადგინეს ცენტრალური ხელისუფლება.

ესპირიტუ-სანტოს მოსახლეობის უმრავლესობა — ქრისტიანია. კუნძულზე ყველაზე დიდი საეკლესიო თემებია — ვანუატუს პრესვიტერიანული ეკლესია, კათოლიკური ეკლესია და მელანეზიის ეკლესია (ანგლიკანური). აქტიურობას ასევე გამოხატავენ აპოსტოლური ეკლესია, ქრისტეს ეკლესია და ადვენტისტები. მაგრამ არსებობენ სოფლის ბევრი მაცხოვრებლები, რომლებიც ჯერ კიდევ მისდევენ კერპთაყვანისმცემლობას.

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროა არაქისის მოყვანა, სოფლის მეურნეობით დასაქმება, თევზჭერა და ტურისტული ინდუსტრია.

დღეისათვის ესპირიტუ-სანტო, ახლომდებარე წყლებში ჩაძირული გემების რაოდენობის და რიფების მეშვეობით, ტურიზმის, კერძოდ დაივინგის პოპულარული ობიექტია. აქ ასევე არსებობს ცნობილი პლაჟი შამპან-ბიჩი, ტურისტებში საკმაოდ პოპულარული, გამოირჩევა ვარდისფერი ქვიშით და გამჭვირვალე წყლით. კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ბევრი გამოქვაბული. კრუიზერული ლაინერები ხშირად ჩერდებიან ლუგანვილში.

თანამედროვე პრობლემები

რედაქტირება

დღეისათვის კუნძულზე მთავარი პრობლემაა — მალარია, ტუბერკულოზი, შიდსის ინფექციის ზრდადი მაჩვენებელი. ნარკოტიკების მოხმარების ფართედ გამოიყენება, სპირტიანი სასმელების მოხმარების ზრდა. ამას თან მოაქვს დანაშაულობების მაჩვენებლების ზრდა, განსაკუთრებით ქალებზე ძალადობის შემთხვევები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-07.