ნარკოტიკი — ქიმიური ნაერთი, რომელიც იწვევს კომას, გონებრივ სისუსტესა ან/და ტკივილის უგრძნობლობას. ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ ოპიატებისა ან ოპიოიდების განსაზღვრებაში, რომლებიც ეკუთვნის ნარკოტიკული ანალგეტიკების ჯგუფს. მიჩნეულია, რომ პირველად ტერმინი „ναρκωτικός“ — ნარკოტიკი ბერძენმა მკურნალმა — ჰიპოკრატემ გამოიყენა, კონკრეტულად კი იმის აღსანიშნავად, რომ იგი მიეკუთვნება წამლების იმ ჯგუფს, რომელიც იწვევს ტკივილის გაყუჩებასა ან/და დამბლას. ეს ტერმინი ასევე გამოიყენა ანტიკური პერიოდის გამოჩენილმა ექიმმა — გალენოსმა. ამ ნივთიერებების გაჩენას იგი უშუალოდ მანდრაგორის ფესვებსა და ყაყაჩოს თესლებს უკავშირებდა (იხ. ოპიუმი).

ჰეროინი სააფთიაქო შეფუთვაში XIX საუკუნე

ამ შემთხვევაში ნარკოტიკებში ნაგულისხმევია ნივთიერებები, რომლებსაც არასამკურნალო მიზნით იყენებენ პრობლემების დასავიწყებლად, მოსადუნებლად, გუნება-განწყობის ასამაღლებლად და სიამოვნების განსაცდელად.

ზოგიერთი ნარკოტიკი ხსნის ტკივილს და ამაღლებს გუნება-განწყობას, მაგრამ ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. გამხსნელების შესუნთქვის შედეგი შეიძლება იყოს გაურკვეველი მეტყველება, მხედველობის გაბუნდოვნება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ამან აგრეთვე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ტვინს, ღვიძლსა და თირკმელებს. ჰალუცინოგენები იწვევს ეიფორიას და ხსნის დაღლილობას, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამოიწვიოს მანძილის განსაზღვრის ან ლოგიკური აზროვნების უნარის დაქვეითება, ხასიათის შეცვლა, მკვლელობის ან თვითმკვლელობის ჩადენის სურვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება