ოპიოიდებინივთიერებები, რომლებსაც შეუძლია ოპიოიდურ რეცეპტორებთან დაკავშირება. ეს რეცეპტორები უშუალოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მდებარეობს. ოპიოიდებს, რომლებიც სტუქტურულად ძალიან ჰგავს მორფინს, ოპიატებსაც უწოდებენ.

ოპოიდის მოსავლის აღება.

ოპიოიდების მოქმედებას ორგანიზმზე უკავშირებენ ტკივილგამაყუჩებლებისა და სედატიურ ეფექტებს, სასუნთქი გზების შებოჭვასა და პერისტალტიკის შესუსტებას. ოპიოიდებს ხშირად იყენებენ მედიცინაში ძლიერ ტკივილგამაყუჩებლად. ის, რომ ოპიოიდები იწვევს ეიფორიას, განაპირობებს რეკრეაციულ გამოყენებას, რამაც ადამიანი დამოკიდებულებამდე ან აბსტინენტურ სინდრომამდე შეიძლება მიიყვანოს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება