მანდრაგორი
მანდრაგორი (Mandragora) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი უღერო ან მოკლეღეროიანი ბალახია.
მანდრაგორი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Mandragora officinarum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Mandragora | ||||||||||||
|
აქვს დიდი (80 სმ სიგრძის და 60 სმ სიგანის) ფოთლები, მომწვანო-თეთრი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები და დიდი ნარინჯისფერი ან ყვითელი კენრა ნაყოფი. მისი მსხვილი სწორი ფესვები ზოგჯერ ადამიანის სხეულს ემსგავსება (ძველად ალბათ ამიტომ მიაწერდნენ ხოლმე მანდრაგორს მაგიურ ძალას და მასთან ბევრი ლეგენდაც იყო დაკავშირებული).
გვარში 5-6 სახეობაა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში, ჰიმალაის მთებში. ზოგი მანდრაგორის ფესვი, ნაყოფი და თესლი შეიცავს ალკალოიდ ჰიოსციამინს, სკოპოლამინს და სხვას. ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 406.