მოტა (ინგლ. Mota) — კუნძული წყნარ ოკეანეში, ბანქსის არქიპელაგში. შედის ვანუატუს შემადგენლობაში, ტორბის პროვინციაში. კუნძულზე ასევე მდებარეობს ვულკანი მოტა. 2009 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 683 კაცს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მშობლიური ენა ადგილობრივი ენაა მოტა, რომელსაც ასევე მოტას უწოდებენ. კუნძულის ფართობია – 9,5 კმ². მოსახლეობა ჩართულია სოფლის მეურნეობაში.

მოტა
მშობ. სახელი: ინგლ. Mota

ბანქსის კუნძულები
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 13°51′ ს. გ. 167°42′ ა. გ. / 13.850° ს. გ. 167.700° ა. გ. / -13.850; 167.700
ფართობი 9,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 411 მ
ტავე
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია ტორბა
დემოგრაფია
მოსახლეობა 683 (2009)
სიმჭიდროვე 71,89 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული მოტა მდებარეობს არქიპელაგ ახალი ჰებრიდების ჩრდილოეთ ნაწილში, ბანქსის კუნძულების ჯგუფში. ირგვლივ გარს არტყავს წყნარი ოკეანის წყლებით. მდებარეობს ვანუა-ლავას და მოტა-ლავას კუნძულებთან ახლოს (დაახლოებით 10,5 კმ-ში[1]). უახლოესი მატერიკიაავსტრალია, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 1300 კმ-ში[2].

კუნძული მოტა წარმოადგენს ვულკანურ პიკს დაშვებული კლდეებით[2]. ფორმით გვაგონებს ქუდს. კუნძულის დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 4 კმ-ს[1]. ვულკან ტავეს სიმაღლე აღწევს 411 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 9,5 კმ²-ს.

კუნძულზე კლიმატი ტენიანი და ტროპიკულია[2]. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა აჭარბებს 3500 მმ-ს. კუნძულ მოტაზე ხშირად ხდება მიწისძვრები და ციკლონები.

ვანუატუს კუნძულებზე ხალხი დასახლდა დაახლოებით 2000 წლის წინ მოსახლეობის მიგრაციის დროს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან და პაპუა-ახალი გვინეიდან სოლომონის კუნძულების გავლით[3]. კუნძულების კოლონიზაცია ხდებოდა ხანგრძლივი საზღვაო გაცურვების შედეგად დიდი კანოებით, რომლებსაც შეეძლოთ მოეთავსებინათ 200 ადამიანამდე. მოგზაურებს ასევე თან მიჰყავდათ ზოგიერთი გამოსადეგი ცხოველი, მიჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო მცენარეების თესლი, რომლებსაც შემდგომში იყენებდნენ ახალ მიწებზე მოსავლის მისაღებად.

პირველი ქრისტიანი მისიონერები კუნძულ მოტაზე გამოჩნდნენ XIX საუკუნეში. ერთ-ერთი კუნძულზე მცხოვრები ყველაზე უფრო ცნობილი რელიგიური მოღვაწე ჯონკოლერიჯ პატესონია (ინგლ. John Coleridge Patteson), ანგლიკანი მისიონერი, რომელმაც გაატარა თავისი ცხოვრების რამდენიმე წელი სოფელ ვევერაო-ში. პირველი მელანეზიელი მღვდელი, მამა ჯორჯ სარავია (ინგლ. George Sarawia), წარმოშობით კუნძულ მოტადან იყო[4]. ფაქტობრივად, მელანეზიაში მოტა იყო პირველი გაქრისტიანებული კუნძული, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული მისია კუნძულ ანეიტიუმზე გამოჩნდა ერთი წლით ადრე, ვიდრე კუნძულ მოტაზე.

1906 წლის მარტში მოტა, როგორც ახალი ჰებრიდის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ინგლის-საფრანგეთის კონდომინიუმის სტატუსი[5].

1980 წლის 30 ივნისს ახალი ჰებრიდის კუნძულებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან და საფრანგეთისაგან, და კუნძული მოტა გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 683 კაცს.[6][7]. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — ნატურალური სოფლის მეურნეობა. მოსახლეობის ძირძველი სალაპარაკო ენაა მელანეზიური ენა მოტა[8], რომელზეც ლაპარაკობდნენ და ასწავლიდნენ სკოლებში პირველი მელანეზიელი ქრისტიანი მისიონერები[9].

მოტას სანაპიროზე განლაგებულია ექვსი სოფელი: ტასმატე, ვევერაო, ლოტავანი, ტუკვეტაპი, ნავკვოე და ლივოტკეი[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 [John Seach. კუნძული მოტა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-09-20. John Seach. კუნძული მოტა. (ინგლისური)]
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site|title=Islands of Vanuatu|accessdate=October 10, 2011 ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 13, 2012. ციტირების თარიღი: დეკემბერი 11, 2011.
  3. Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 18.
  4. [მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული] ანგლიკანური ეკლესია მელანეზიაში. ისტორია. (ინგლისური)[მკვდარი ბმული]
  5. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  6. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2011-12-11.
  7. . "2009 National Census of Population and Housing: Summary Release" (PDF). Vanuatu National Statistics Office. Retrieved on 2011-10-10. დაარქივებული 2012-10-17 საიტზე WebCiteCategory:სტატიები Webarchive-ის ციტირების ბმულების თარგებით
  8. Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)
  9. Dictionary of New Zealand Biography. პატესონის ბიოგრაფია. (ინგლისური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მოტა&oldid=4454174“-დან