ანეიტიუმი
ანეიტიუმი (ინგლ. Aneityum) — კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ყველაზე სამხრეთით მდებარე ვანუატუს რესპუბლიკის დასახლებული კუნძული. ადმინისტრაციულად შედის ტაფეას პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Aneityum | |
---|---|
ანეიტიუმის კუნძულის ადგილმდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 20°12′ ს. გ. 169°49′ ა. გ. / 20.200° ს. გ. 169.817° ა. გ. |
ფართობი | 159,2 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
852 მ ვულკანი ინრეროუ-ატამვანი |
ვანუატუ | |
პროვინცია | ტაფეა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 915 (2009) |
სიმჭიდროვე | 5,747 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული ანეიტიუმი მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ტანა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული ფუტუნა, უშუალო სიახლოვეს (სამხრეთ სანაპიროსთან) — კუნძული ინეკი. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს 1100 კმ-ში[1]. აღმოსავლეთის მხრიდან კუნძულს გარს აკრავს წყნარი ოკეანე, დანარჩენი მხრიდან — მარჯნის ზღვა.
ანეიტიუმს აქვს ვულკანური წარმოშობა[1]. გეოლოგიურად ანეიტიუმი შედგება ორი ერთმანეთთან შეერთებული ანეიტიუმის ვულკანისაგან, რომელიც ჩამოყალიბებულია პლეისტოცენის ეპოქაში[2]. სავარაუდოდ კუნძულზე ვულკანური აქტივობა შეწყდა პლეისტოცენ — ჰოლოცენის ეპოქაში[2]. ოვალური ფორმის კუნძულის ფართობი შეადგენს 159,2 კმ²-ს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან, ვულკანი ინრეროუ-ატამვანი, აღწევს 852 მეტრ სიმაღლეს.
კუნძული გარშემორტყმულია მარჯნული რიფებით, აქვს მთიანი რელიეფი და დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით[3].
კლიმატი კუნძულ ანეიტიუმზე ნოტიო ტროპიკულია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 2155 მმ-ს, წლის საშუალო ტემპერატურა — +20,5—27,1 °C[1].
ისტორია
რედაქტირებაახალი ჰებრიდების არქიპელაგის სამხრეთით მდებარე კუნძულების დასახლების დაწყების დრო უცნობია, რადგანაც მათზე არ არის ნაპოვნი რაიმე ხელით ნაკეთი ნივთები ან სხვა არქეოლოგიური ობიექტები. სავსებით შესაძლებელია, რომ იქ დასახლება მოხდა სოლომონის კუნძულების არქიპელაგის დასავლეთ ნაწილიდან წამოსული ხალხით[4]. კუნძული ტანა დასახლდა უკიდურეს შემთხვევაში 2500 წლის წინ, ხოლო კუნძულ ანეიტიუმზე შენარჩუნდა ძველი სასოფლო სამეურნეო სისტემები ხელოვნურად ნოტიო და მშრალი ტერასების სახით[5].
XIX საუკუნის მეორე მეოთხედში კუნძულზე შეიქმნა სანტალის ხის მასალის დამუშავების და შეგროვების პირველი სადგურები. შემდგომში ანეიტიუმი, როგორც არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა ამ მეტად ფასიანი ხის სავაჭრო ცენტრი[6].
1841 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოების მისიონერებთან ტერნერთან და ნესბიტთან ერთად ანეიტიუმის და ფუტუნას კუნძულებზე გადმოსხდა რამდენიმე სამოელი მასწავლებელი. 1848 წელს მათ შეუერთდა პრესვიტერიანელი სასულიერო პირი ჯ. ჰედი, ახალი შოტლანდიიდან (კანადის პროვინცია)[7]. 1860 წლისთვის ანეიტიუმის ენაზე გადაითარგმნა ახალი აღთქმა, ხოლო კუნძულის მოსახლეობის ნაწილს უკვე შეეძლო კითხვა[7]. მაგრამ მისიონერების ცხოვრება იყო საკმაოდ სახიფათო. ბევრი პოლინეზიელი მასწავლებელი იხოცებოდა მალარიისაგან[8]. პირველი კათოლიკე მისიონერები კუნძულზე მოვიდნენ 1848 წელს, მაგრამ 1849 წელს ეპიდემიის გამო ისინი იძულებულნი იყვნენ კუნძული დაეტოვათ. 1872 წლისთვის ანეიტიუმი სრულიად გააქრისტიანეს[9].
1906 წლის მარტში ანეიტიუმი, როგორც ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[10].
1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგამ და საფრანგეთისგან, და ანეიტიუმის კუნძული გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წელს კუნძულ ანეიტიუმის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 915 ადამიანი[11] (2009). 1793 წელს კუნძულზე ევროპელების გამოჩენამდე ანეიტიუმზე ცხოვრობდა დაახლოებით 12 ათასი ადამიანი[12]. მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი კლება დაკავშირებულია ზოგიერთ ფაქტორთან, უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეული იყო უცხოელების მიერ შემოტანილი ავადმყოფობებით: 1860 წელს იფეთქა წითელას, ხოლო მის შემდეგ — დიზენტერიის ეპიდემიამ[13].
ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი ანელკაუჰატი.
კუნძულის მთავარი ენაა — ანეიტიუმის ენა[14].
ეკონომიკა
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა. მაცხოვრებლებს ძირითადად მოჰყავთ ინდური მანგო, ქოქოსის პალმა, პურის ხე, ბანანი, ნესვის ხე, ციტრუსები, იამსი, ტარო[13].
ახლომდებარე კუნძულ ინეკზე მოქმედებს აეროპორტი, საიდანაც კვირაში ორჯერ სრულდება ფრენა პორტ-ვილაში და კუნძულ ტანაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ 2.0 2.1 Global Volcanism Program. ანეიტიუმი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-26. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ Positiveearth. კუნძული ანეიტიუმი — ტროპიკული სამოთხე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-13. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 18.
- ↑ Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 19.
- ↑ [ენდრიუ ჩეინის სავაჭრო მოგზაურობა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 2014-11-10. ენდრიუ ჩეინის სავაჭრო მოგზაურობა. (ინგლისური)]
- ↑ 7.0 7.1 Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 17.
- ↑ Tufala, გვ. 18.
- ↑ Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 18.
- ↑ Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
- ↑ 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ [ვანუატუს ტურიზმის ოფიციალური საიტი. კუნძული ანეიტიუმი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-30. ციტირების თარიღი: 2014-11-10. ვანუატუს ტურიზმის ოფიციალური საიტი. კუნძული ანეიტიუმი. (ინგლისური)]
- ↑ 13.0 13.1 აგრომეტყევეობა ანეიტიუმის და ტანას კუნძულებზე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-28. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)