როი-მატა (ინგლ. Roy Mata) — ძლევამოსილი მელანეზიელი ხელმწიფე XIII საუკუნეში, რომელიც მართავდა თანამედროვე ვანუატუს ტერიტორიას.

როი-მატას სამფლობელო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ვანუატუს დროშა ვანუატუ
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 17°37′41″ ს. გ. 168°10′00″ ა. გ. / 17.62806° ს. გ. 168.16667° ა. გ. / -17.62806; 168.16667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1280
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1280
ინგლ.რუს.ფრ.

მისი საფლავი 1967 წელს ფრანგმა არქეოლოგმა ჟოზე გარანჟემ აღმოაჩინა. როი-მატასთან ერთად დაკრძალული იყო 49 კაცი და ქალი, რომლებიც მეფეს მსხვერპლად შესწირეს.

ლეგენდის თანახმად, როდესაც როი-მატამ ეს მიწა დაიპყრო, მისი პირველი მიზანი იყო ტომების გაერთიანება და მშვიდობის დამყარება. მაგრამ იგი მისმა ძმამ მოწამლა. მისი სხეული მის მშობლიურ მიწაზე არ დაკრძალეს, რადგან ადგილობრივებს როი-მატას სულის შეეშინდათ.

2008 წელს, როი-მატა, სხვა სამ ძეგლთან ერთად, რომლებიც მდებარეობენ კუნძულებზე — ეტაფე, ლელეპა და არტოკი, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება