ახალი ბრიტანეთი (ინგლ. New Britain, გერმ. Neupommern) — ყველაზე დიდი კუნძული ბისმარკის არქიპელაგში (სახელი ეწოდა ოტო ფონ ბისმარკიდან), ეს ტერიტორია ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულზე ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტებია რაბაული/კოკოპო და კიმბე.

ახალი ბრიტანეთი
მშობ. სახელი: ინგლ. New Britain

კუნძულ ახალი ბრიტანეთის სატელიტური ფოტო
გეოგრაფია
მდებარეობა ბისმარკის არქიპელაგი
კოორდინატები 5°44′ ს. გ. 150°44′ ა. გ. / 5.733° ს. გ. 150.733° ა. გ. / -5.733; 150.733
ფართობი 35 144,6 კმ²
სიგრძე 600 კმ
სიგანე 80 კმ
უმაღლესი წერტილი 2438 მ
სინევიტი
რეგიონი აილენდსი
პროვინცია აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი, დასავლეთი ახალი ბრიტანეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 500 000 (2011)
სიმჭიდროვე 14,227 ად. /კმ²
ეთნიკური ჯგუფები პაპუასები და მელანეზიელები

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ახალი ბრიტანეთის ტოპოგრაფიული რუკა

კუნძულის ფართობი შეადგენს 35 144,6 კმ²-ს[1][2], მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მხრივ 38-ე ადგილი უკავია. მისი სიგრძე — 600 კმ-ია, ხოლო მაქსიმალური სიგანე — 80 კმ. კუნძულის გასწვრივ გადაჭიმულია ხეობებით დაკლაკნილი სამთო მასივი, რომლის ყველაზე მაღალი წერტილია ვულკანი სინევიტი — 2438 მეტრი. ახალი ბრიტანეთი მთიანი კუნძულია, ახალი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სულუს ქედი, აქ მრავლადაა ვულკანები და მაღალი სიმაღლის მთები. კუნძულის დასავლეთი სანაპირო გაშენებულია ბისმაკის ზღვის სანაპირო ზოლში. კუნძულის ძირითადი ნაწილი დაფარულია ტროპიკული ტყეებით.

ახალი ბრიტანეთი კუნძულ ახალი გვინეიდან გამოყოფილია დამპირის და ვიტიაზის სრუტების მეშვეობით. კუნძულ ახალ ირლანდიისგან კი გამოყოფილია წმინდა გიორგის სრუტის მეშვეობით.

 
ახალი ბრიტანეთის რუკა

უილიამ დამპირი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ნახა ეს კუნძული 1700 წლის 27 თებერვალს. მან ამ კუნძულს, თავისი ქვეყნის პატივსაცემად ახალი ბრიტანეთი დაარქვა.

1884 წლის ნოემბერში გერმანიამ ახალი ბრიტანეთი და აქვე მდებარე სხვა ტერიტორიები თავის საკუთრებად გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ეს კუნძულები შევიდა გერმანიის იმპერიის კოლონიების სიაში. ამ კუნძულს შეეცვალა სახელი და დაერქვა ახალი პომერანია. აქ არსებულ არქიპელაგს კი დაერქვა ბისმაკის არქიპელაგი.

1909 წლისათვის კუნძულზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობათა რაოდენობა შეადგენდა 190 000 ადამიანს, რაც შეეხება ჩამოსულების რაოდენობას, ისინი შეადგენდნენ 773 ადამიანს. მათი საცხოვრებელი ადგილები იყო კუნძულის ჩრდილოეთში არსებული გაზელეს ნახევარკუნძული.

1914 წელს დაწყებული პირველი მსოფლიო ომი ამ კუნძულზეც ახდენდა გავლენას. ბრძოლების შედეგად ეს ტერიტორია შევიდა ავსტრალიის შემადგენლობაში ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს კუნძული სხვა მრავალ კუნძულთან ერთად შევიდა იაპონიის შემადგენლობაში. 1942 წელს აქ მყოფ ავსტრალიელებსა და იაპონიის საზღვაო ჯარებს შორის მოხდა რაბაულის ბრძოლა, ამ ბრძოლიდან 1944 წლამდე აქ იაპონელები იმყოფებოდნენ. ომის უკანასკნელ სტადიაში ეს ტერიტორიები გაათავისუფლა ამერიკულმა არმიამ.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

აქ მდებარეობს პაპაუა-ახალი გვინეის ოთხი რეგიონი. 1966 წლიდან კუნძული ახალი ბრიტანეთი იყოფა ორ პროვინციად.

აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი ფართობის მიხედვით ნაკლებია დასავლეთი ახალი ბრიტანეთზე, მაგრამ უფრო მეტია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულის ყველაზე ძველი ეთნიკური ჯგუფი პაპუასებია. ქრონოლოგიის მიხედვით კუნძულზე დასახლებული მეორე ეთნოსია მელანეზიელები. ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია ტოლაი. მთიან ადგილებში მცხოვრებმა ეთნოსმა ბაინინგმა გარკვეული ცნობადობა შეიძინა თავისი რიტუალური «ცეცხლოვანი ცეკვით» და ასოს მორთულობით. მათ გარდა, კუნძულზე ცხოვრობენ ეთნოსები: კილენგე, სულკა და ლაკალაი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ISLANDS BY LAND AREA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-20. ციტირების თარიღი: 2014-10-26.
  2. United Nations Environment Program, "Islands by land area: New Britain დაარქივებული 2012-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links," islands.unep.ch (1988).