ბისმარკის არქიპელაგი (ინგლ. Bismarck Archipelago) — კუნძულთა ჯგუფი მელანეზიაში. წყნარ ოკეანეში, კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილი. ფართობი დაახლოებით 49 700 კმ². მოსახლეობა დაახლოებით 900 000 კაცი (2011), მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ მელანეზიელები და პაპუასები.

ბისმარკის არქიპელაგი
მშობ. სახელი: ინგლ. Bismarck Archipelago

ბისმარკის არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა მელანეზიის არქიპელაგი
კოორდინატები 5°00′ ს. გ. 150°00′ ა. გ. / 5.000° ს. გ. 150.000° ა. გ. / -5.000; 150.000
მთავარი კუნძული ახალი ბრიტანეთი
ფართობი 49 700 კმ²
უმაღლესი წერტილი 2300 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
დემოგრაფია
მოსახლეობა ~ 900 000 (2011)
სიმჭიდროვე 18,11 ად. /კმ²
ეთნიკური ჯგუფები პაპუასები და მელანეზიელები

გეოგრაფიარედაქტირება

შედგება ორი ძირითადი კუნძულის (ახალი ბრიტანეთი და ახალი ირლანდია), ასევე საადმირალოს კუნძულებისა და სხვა მცირე კუნძულებისაგან. დიდი კუნძულები მთიანია, მცირე კი ვულკანური და მარჯნისა. კუნძულებზე მოქმედი ვულკანებია. არის ნოტიო ეკვატორული ტყეები.

ბისმარკის არქიპელაგის კუნძულებირედაქტირება

 
პაპუა-ახალი გვინეის პროვინციები

ისტორიარედაქტირება

არქიპელაგი აღმოაჩინეს ნიდერლანდელებმა 1616 წელს. 1884 წელს გერმანიის კოლონია გახდა და ეწოდა ოტო ფონ ბისმარკის სახელი.

1943 წელს იაპონელი სამხედრო მეთაურების გეგმა «Z»-ის მიხედვით აქ გადიოდა თავდაცვის ხაზი.

მოსახლეობარედაქტირება

მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ მელანეზიელები და პაპუასები. მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები და ნავსადგურებია: რაბაული (კუნძული ახალი ბრიტანეთი), კავიენგი (კუნძული ახალი ირლანდია), ლორენგაუ (საადმირალოს კუნძულები).

ეკონომიკარედაქტირება

აშენებენ ქოქოსის პალმას, ბანანს, შაქრის ლერწამს, მოჰყავთ ბამბა, თამბაქო. არქიპელაგზე განვითარებულია თევზჭერა, მარგალიტის მოპოვება.

ლიტერატურარედაქტირება