დასავლეთი ახალი ბრიტანეთი

დასავლეთი ახალი ბრიტანეთი (ინგლ. West New Britain) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს კუნძულ ახალი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. პროვინციაში ასევე შედის ვიტუს კუნძულები და კუნძული ლოლობაუ. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კიმბე, რომელიც სიდიდით ქვეყნის მესამე პორტია და ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ქალაქია ოკეანეთში.

პროვინცია
დასავლეთი ახალი ბრიტანეთი
ინგლ. West New Britain Province
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Kimbe
შიდა დაყოფა Kandrian-Gloucester District და Talasea District
კოორდინატები 5°50′00″ ს. გ. 150°00′00″ ა. გ. / 5.83333° ს. გ. 150.00000° ა. გ. / -5.83333; 150.00000
ფართობი 20 387 კმ²
მოსახლეობა 264 264 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 12,96 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]
ოფიციალური საიტი https://www.wnb.gov.pg/

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინციის საერთო ფართობია — 20 387 კმ², რომლის დიდი ნაწილი წარმოადგენს მთიან რაიონებს და დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით.

ამ რეგიონის პირველი ევროპელი აღმომჩენები არიან გერმანელი მოგზაურები და ვაჭრები. ისინი დაკავებულები იყვნენ ან ვაჭრობით, ან ადგილობრივი ქოქოსის პალმების პლანტაციების შექმნით, რომელთა ნაყოფსაც იყენებდნენ ექსპორტზე მიმავალი კოპრის წარმოებისათვის. 1884 წელს გერმანელებმა ახალი გვინეა გამოაცხადეს სამეურვეო ტერიტორიად.

1914 წელს კუნძული ახალი ბრიტანეთი გადავიდა ავსტრალიის კონტროლ ქვეშ, რომელიც 1921 წლიდან მართავდა მას სამეურვეო ტერიტორიის რანგში ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში პროვინციის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა დიდი ბრძოლები ავსტრალიის და ამერიკის ჯარებსა და იაპონიის ჯარებს შორის, რომელშიც იაპონელებმა განიცადეს გამანადგურებელი მარცხი 1945 წლისთვის.

1966 წელს ახალი ბრიტანეთის კუნძული გაიყო ორ პროვინციად: აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი და დასავლეთი ახალი ბრიტანეთი. 1975 წლიდან ორივე პროვინცია დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია. 1976 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი პაპუა-ახალი გვინეის დასავლეთი ახალი ბრიტანეთის პროვინცია, რომელშიც მუშაობა დაიწყო პროვინციულმა მთავრობამ[1].

მოსახლეობა

რედაქტირება

დასავლეთი ახალი ბრიტანეთის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 264 264 ადამიანს (2011 წელს)[2]. სულ პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობს შვიდი ადგილობრივი ტომი (ნაკანაი, ბაკოვი, კოვე, უნეა, მალეუ, კაულონგი და აროვე), რომლებიც ლაპარაკობენ 25 მკვიდრ ავსტრონეზიულ ენებზე. ბევრი მაცხოვრებელი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა. ექსპორტისათვის იწარმოება პალმის ზეთი[3].

  1. East New Britain Provincial Administration. BRIEF POLITICAL HISTORY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-03.
  2. Papua new Guinea population statistics. geohive.com. ციტირების თარიღი: 2014-10-21.
  3. West New Britain Province. Ministry of Inter Government Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.