ჰებრიდის კუნძულები
ჰებრიდის კუნძულები, ჰებრიდი (ინგლ. Hebrides, ირლ. Innse Gall) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, შოტლანდიის დასავლეთ ნაპირებთან. ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს. აერთიანებს 500-მდე კუნძულს, აქედან 100 — დასახლებულია. არქიპელაგის საერთო ფართობი 7 200 კმ²-ია. განასხვავებენ შიგა და გარე ჰებრიდის კუნძულებს, რომლების ერთმანეთისაგან გამოყოფილია ნორთ-მინჩისა და ლილტ მინჩის სრუტეებით და ჰებრიდის ზღვით. შიგა ჰებრიდის კუნძულებზე ძლიერ დანაწევრებული ბორცვიანი და დაბალმთიანი რელიეფია (სიმაღლე 200 – 600 მ). აგებულია კაინოზოური ეფუზივებით. ლავურ პლატოებზე აღმართულია კონუსური მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 1 009 მ-დეა. გარე ჰებრიდის კუნძულებზე ცოკოლიანი დაბლობიებია (სიმაღლე 100 – 150 მ), რომლებიც აგებულია არქეული გნაისებით. არქიპელაგზე გვხვდება მთის მასივები, რომელთა სიმაღლე 799 მეტრს აღწევს. პლეისტოცენური გამყინვარების ნიშნები. ჰავა ნოტიო ზღვისაა. ივლისის საშუალო ტემპერატურა 12 – 14°C-ია, იანვრის — 4 – 6°C. ნალექები 1 000 – 2 000 მმ წელიწადში. კუნძულებზე არის მდელოები, ტორფნარი, იშვიათად არყის ხის რაყები. ჰებრიდზე განვითარებულია თევზჭერა, მეცხოველეობა, შალის ქსოვილების (ტვიდის) წარმოება.
მშობ. სახელი: ინგლ. Hebrides, ირლ. Innse Gall | |
---|---|
![]() შიდა და გარე ჰებრიდის კუნძულები | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 57°00′00″ ჩ. გ. 7°00′00″ დ. გ. / 57.00000° ჩ. გ. 7.00000° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | დაახლოებით 500 |
მთავარი კუნძული | ლევის ენდ ჰარისი |
ფართობი | 7200 კმ² |
![]() | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 44 759 (2001) |
სიმჭიდროვე | 6,217 /კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 611.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Hebrides/Western Isles Guide (ინგლისური)
- National Library of Scotland: SCOTTISH SCREEN ARCHIVE (selection of archive films about the Hebrides) (ინგლისური)