სანტა-კრუსის კუნძულები
სანტა-კრუსის კუნძულები (ინგლ. Santa Cruz Islands) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების ტემოტუს პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Santa Cruz Islands | |
---|---|
სანტა-კრუსის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
11°00′ ს. გ. 166°15′ ა. გ. / 11.000° ს. გ. 166.250° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
მთავარი კუნძული | ნენდო |
ფართობი | 747 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 924 მ |
პროვინცია | ტემოტუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 11 000 |
სიმჭიდროვე | 14,726 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულები მდებარეობენ დაახლოებით 400 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით სოლომონის არქიპელაგიდან.
სანტა-კრუსის კუნძულების ასაკი, რომელიც ჩამოყალიბდა ავსტრალიის და წყნარი ოკეანის ფილაქნების შეჯახების შედეგად, აჭარბებს 5 მილიონ წელს. გეოლოგიურად კუნძულები შედგება კირქვისაგან და ვულკანური ტუფისაგან. კუნძულების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს კუნძულ ვანიკოროზე (924 მეტრი).
კუნძულების ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 747 კმ²-ს. ყველაზე დიდი კუნძულებია:
- ვანიკორო (ფართობი 173,2 კმ², მოსახლეობის რაოდენობა — დაახლოებით 800 ადამიანი);
- ნენდო (ფართობი 505,5 კმ², უმაღლესი წერტილი — 549 მეტრი, მოსახლეობის რაოდენობა — დაახლოებით 5000 ადამიანი);
- უტუპუა (ფართობი 69 კმ², უმაღლესი წერტილი — 380 მეტრი, მოსახლეობის რაოდენობა — დაახლოებით 300 ადამიანი);
- ტინაკულა, (ფართობი 8 კმ²);
- დაფის კუნძულები, (ფართობი 14 კმ²);
- რიფის კუნძულები, (ფართობი 29 კმ²);
- ტიკოპია, (ფართობი 5 კმ²);
- ანუტა, (ფართობი 0,37 კმ²);
- ფატუტაკა, (ფართობი 0,18 კმ²).
სანტა-კრუსის კუნძულების ყველაზე დიდი ქალაქია — ლატა, რომელიც მდებარეობს კუნძულ ნენდოზე და ტემოტუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია.
ისტორია
რედაქტირებასანტა-კრუსის კუნძულები 1595 წელს აღმოაჩინა ალვარო მენდანია დე ნეირამ მისი მეორე წყნაროკეანური ექსპედიციის დროს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს გაიმართა საჰაერო ბრძოლები სანტა-კრუსის კუნძულებთან იაპონიის საიმპერატორო ფლოტსა და აშშ-ის ფლოტს შორის.