დაფის კუნძულები
დაფის კუნძულები (ინგლ. Duff Islands, პილენი Taumako) — მომცრო კუნძულების ჯგუფი, რომლებიც მდებარეობენ სანტა-კრუსის კუნძულებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ასევე ცნობილია, როგორც უილსონის კუნძულები (ინგლ. Wilson Islands). ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების ტემოტუს პროვინციის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Duff Islands | |
---|---|
დაფის კუნძულების ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
11°00′ ს. გ. 166°15′ ა. გ. / 11.000° ს. გ. 166.250° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 11 |
მთავარი კუნძული | ტაუმაკო |
ფართობი | 14 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 13 მ |
პროვინცია | ტემოტუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 439 (1999) |
სიმჭიდროვე | 31,357 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებადაფის კუნძულები მოიცავს:
- ტაუმაკო, ძირითადი კუნძული, უახლოესი კუნძულებით ტაჰუა და ტოჰუა.
- ბასის კუნძულები: ლუა, კაა და ლორევა.
- ტულეკუს კუნძულები: ტე აკუ, ლაკოა, ულაკუ, ლაკაო და ელინგი.
- რიფი ჰოლი ჯექსონი.
ფართობი — 14 კმ².
ისტორია
რედაქტირებადაფის კუნძულებს სახელი დაერქვა მისიონერული გემის — დაფის (ინგლ. Duff) პატივსაცემად, რომლის კაპიტანი იყო ჯეიმზ უილსონი, რომელმაც კუნძულები აღმოაჩინა 1797 წელს.
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულების ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ პოლინეზიელები, რომლებიც ლაპარაკობენ პილენის ენაზე.
ეკონომიკა
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა და თევზჭერა.
კუნძულებზე საერთოდ არ არსებობს ავტოგზები, ტელეფონები და ელექტროგაყვანილობა. გარე სამყაროსთან კონტაქტი ხორციელდება მხოლოდ პატარა რადიოს და იშვიათი სატვირთო გემების დახმარებით.