ნენდო (ინგლ. Nendo) — ყველაზე დიდი და მთავარი კუნძული სანტა-კრუსის კუნძულების ჯგუფში. კუნძულის ალტერნატიული დასახელებებია — სანტა-კრუსის კუნძული, ნდენი, ნიტენდი და ნდენდე. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების ტემოტუს პროვინციის შემადგენლობაში. ნენდოდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობენ მომცრო კუნძულები მალო და ნიბანგა.

ნენდო
მშობ. სახელი: ინგლ. Nendo

სანტა-კრუსის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
10°42′36″S 165°49′48″E / 10.710° ს. გ. 165.830° ა. გ. / -10.710; 165.830
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 505,5 კმ²
სიგრძე 40 კმ
სიგანე 22 კმ
უმაღლესი წერტილი 549 მ
პროვინცია ტემოტუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 9911 (1999)
სიმჭიდროვე 19,606 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულ ნენდოს ფართობი შეადგენს 505,5 კმ²-ს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი მდებარეობს 549 მეტრ სიმაღლეზე. ნენდოს სიგრძე შეადგენს დაახლოებით 40 კმ-ს, სიგანე — 22 კმ-ს.

კუნძული 1595 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ალვარო მენდანია დე ნეირამ, რომელმაც მას დაარქვა სანტა-კრუსის კუნძული.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულ ნენდოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 9911 ადამიანს[1] (1999) (ძირითადად მელანეზიელები). კუნძულზე მდებარეობს ტემოტუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლატა.

  1. *Solomonislands.com.sb დაარქივებული 2008-01-20 საიტზე Wayback Machine. John Search. ნენდოს კუნძული. (ინგლისური)