ეპი
ეპი (ინგლ. Epi) — კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ვანუატუს რესპუბლიკას, ადმინისტრაციულად შედის შეფას პროვინციის შემადგენლობაში. ისტორიული სახელი — ტასიკო.
მშობ. სახელი: ინგლ. Epi | |
---|---|
კუნძულ ეპის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 16°53′S 168°18′E / 16.89° ს. გ. 168.30° ა. გ. |
ფართობი | 444,7 კმ² |
სიგრძე | 43 კმ |
სიგანე | 18 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 133,3 კმ |
უმაღლესი წერტილი |
833 მ ვულკანი პომარე |
ვანუატუ | |
პროვინცია | შეფა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5207 (2009) |
სიმჭიდროვე | 11,709 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული ეპი მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში, წყნარ ოკეანეში, დაახლოებით 1200 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით ავსტრალიიდან[1]. კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს შეპერდის კუნძულები, ჩრდილოეთით — კუნძული ამბრიმი, ჩრდილო-დასავლეთით — კუნძული მალეკულა.
კუნძულის სიგრძე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ შეადგენს 43 კმ-ს, სიგანე — 18 კმ-ს. ეპის ფართობია — 444,7 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძეა 133,3 კმ[1].
კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა[1]. ეპის და ტონგოას კუნძულები ადრე წარმოადგენდნენ ერთიან კუნძულ კუვაეს (ბისლამას ენა — Kuwae) (სახელი ნასესხებია კუნძულების ზეპირი ლეგენდებისაგან, რომლებიც განლაგებულია ეპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით)[2]. მაგრამ 1452 წელს იმავე დასახელების ვულკანის დიდი ამოფრქვევის შემდეგ კუვაე დაინგრა: შედეგად წარმოიქმნა ორი დამოუკიდებელი კუნძული და ოვალური ფორმის დიდი კალდერა (12 x 6 კმ). ეს ამოფრქვევა, ყველაზე დიდი უკანასკნელი 10 ათასი წლის განმავლობაში (ატმოსფეროში გაიფანტა 35 კმ³-მდე ვულკანური მასალა), იმოქმედა ახალი ჰებრიდების არქიპელაგის არა მარტო გეოგრაფიაზე და ისტორიაზე, არამედ ზემოქმედება მოახდინა გლობალურ კლიმატზე რამდენიმე წლის განმავლობაში[3].
კუნძულ ეპიზე მდებარეობს ორი ვულკანი: ალომბეი კუნძულის დასავლეთით და პომარე (ტავანი-კუტალი) აღმოსავლეთით, რომელიც ეპის უმაღლესი წერტილია ზღვის დონიდან (833 მეტრი). ნაპირთან ახლოს განლაგებულია ორი წყალქვეშა ვულკანი — ნიტაია (3 კმ ნაპირიდან) და კეიპ-კოუნი (4 კმ)[4].
ეპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პლაჟი, რომელსაც გარს ეკვრის ლამენ-ბეის უბე, ხოლო სანაპიროდან შორიახლო მდებარეობს კუნძული ლამენი (მოსახლეობის რაოდენობა — დაახლოებით 500 ადამიანი). კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს საზღვაო ნაკრძალი ნიკაურა (ინგლ. Nikaura Marine Protected Area).
კლიმატი კუნძულ ეპიზე ნოტიო ტროპიკულია. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა აჭარბებს 2500 მმ-ს. კუნძულზე ხდება მიწისძვრები, ციკლონები, ვულკანური ამოფრქვევები[1].
ისტორია
რედაქტირებაკუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1774 წელს.
1906 წლის მარტში ეპი, როგორც ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[5].
1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული ეპი გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილი.
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წელს კუნძულ ეპის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 5207 ადამიანი[6].
კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია ბისლამა, ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:
- ბაკი (200 მოლაპარაკე 1981 წელი; გავრცელებულია კუნძულის დასავლეთ ნაწილში),
- ბიერებო (450 მოლაპარაკე 1981 წელი; გავრცელებულია კუნძულის დასავლეთ ნაწილში),
- ბიერია (170 მოლაპარაკე 1981 წელი; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
- ლამენუ (750 მოლაპარაკე 1986 წელი; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ლამენუზე),
- ლევო (750 მოლაპარაკე 1986 წელი; გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში),
- მაიი (100 მოლაპარაკე 1981 წელი; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში),
- ჩრდილოეთი ეფატე (3000 მოლაპარაკე 1983 წელი; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულებზე: ეფატე, ნგუნა, ტონგოა)[7].
ეკონომიკა
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა. დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობენ ქოქოსის პალმის პლანტაციები, რომლის ენდოსპერმისაგან კუნძულელები აწარმოებენ კოპრას. სხვა მთავარი კულტურებია — არაქისი და კავა[8]. კუნძულ ეპიზე მოქმედებს ორი აეროპორტი[8].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ Andrew Hoffmann, Looking to Epi: further oonsequences of the Kuwae eruption, Central Vanuatu, AD 1452 // Indo-Pacific Prehistory Association Bulletin, Vanuatu Cultural and Historic Sites Survey (VCHSS), World Heritage Preparatory Assistance Project, Vanuatu Cultural Centre, PO Box 184, Port Vila, 2006, № 26.
- ↑ Andrew Hoffmann, Looking to Epi: further oonsequences of the Kuwae eruption, Central Vanuatu, AD 1452 // Indo-Pacific Prehistory Association Bulletin, Vanuatu Cultural and Historic Sites Survey (VCHSS), World Heritage Preparatory Assistance Project, Vanuatu Cultural Centre, PO Box 184, Port Vila, 2006, № 26.
- ↑ Global Volcanism Program. Vanuatu. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-14. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
- ↑ 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
- ↑ Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)
- ↑ 8.0 8.1 Positive Earth. კუნძული ეპი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-18. ციტირების თარიღი: 2014-11-10.