ამელი ნოტომი
ამელი ნოტომი (ფრანგ. Amélie Nothomb; დ. 9 ივლისი, 1966, ეტერბეკი, ბელგია) — თანამედროვე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი.
ამელი ნოტომი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 ივლისი, 1966[1] [2] [3] [4] [5] (58 წლის) |
დაბადების ადგილი | ეტერბეკი[1] [6] [7] [8] [9] |
ფსევდონიმი | Amélie Nothomb |
საქმიანობა | მწერალი, სცენარისტი, ნოველისტი და რომანისტი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | ბელგია |
ალმა-მატერი | ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი |
Magnum opus | მკვლელის ჰიგიენა, მილების მეტაფიზიკა, არც ევა, არც ადამი, საკუთარი სახელების რობერი, სასიყვარულო საბოტაჟი, კრძალვითა და ცახცახით, შიმშილის ბიოგრაფია, ანტიქრისტა, Attentat, Life Form, გოგირდმჟავა, პეპლუმი, The Stranger Next Door, მტრის კოსმეტიკა, Human Rites, Soif და Q108273219?[10] |
ჯილდოები | გვირგვინის ორდენის კომანდორი[11] , Prix René-Fallet, Prix Alain-Fournier, Prix littéraire de la vocation, Prix Jacques-Chardonne, Prix de Flore, ჟან გიონოს პრემია, საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი რომანისათვის[12] , Jean Giono Jury award, Roland de Jouvenel Prize, რენოდოს პრემია[13] და Q130553019? |
ნათესავ(ებ)ი | Charles-Ferdinand Nothomb, Jean-Baptiste Nothomb და Paul Nothomb |
ხელმოწერა | |
საიტი | amelie-nothomb.com |
მამა, ბარონი პატრიკ ნოტომი, ბელგიის ელჩი იყო რომში და ხშირად უხდებოდა მოგზაურობა. ამიტომ ამელი პატარაობიდანვე მოგზაურობს იაპონიაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლაოსსა და ბანგლადეშში. 1992 წლიდან ყოველწლიურად თითო რომანს აქვეყნებს.
ამელი ნოტომი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტულობით, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 1984 წელს 17 წლის ამელი პირველად ჩადის თავის სამშობლოში, ბელგიაში და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის შესწავლას იწყებს. თუმცა სასწავლებელში, სადაც ძირითადად სოციალისტები და ლიბერალები სწავლობენ, ბარონის ქალიშვილს უჭირს მეგობრების შეძენა. დიპლომის აღების შემდეგ ამელი ტოკიოში ბრუნდება და მუშაობას იწყებს თარჯიმნად ერთ-ერთ დიდ იაპონურ საწარმოში. ამ პერიოდს აღწერს იგი მოგვიანებით თავის რომანში კრძალვითა და ცახცახით. ამის შემდეგ მწერალი ბელგიაში ბრუნდება და 1992 წელს აქვეყნებს თავის პირველ რომანს, მკვლელის ჰიგიენას. აქედან იწყება ნოტომის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.
როგორც თავად ამბობს, იგი დღეში 4 საათს უთმობს წერას და წელიწადში 3 რომანს წერს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთს აქვეყნებს, რადგან დანარჩენები ზედმეტად პირადულია.
ნოტომის სტილი საკმაოდ დახვეწილი და პედანტურიც კია. ახასიათებს ცოცხალი ტონი, ზუსტი ლექსიკა, ორიგინალური სიუჟეტები. განსაკუთრებით ცნობილია მისი გადაჭარბებული პორტრეტები. მისი პერსონაჟები პოლარულად განსხვავდებიან - ზოგი მშვენიერია, ზოგი კი — უკიდურესად მახინჯი.
2000-2002 წლებში ამელი ნოტომი ტექსტებს წერს თავისი მეგობრის, ფრანგი მომღერალი რობერისთვის, რომლის ცხოვრებასაც აღწერს 2002 წელს გამოსულ რომანში საკუთარი სახელების რობერი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მკვლელის ჰიგიენა, 1992
- სასიყვარულო საბოტაჟი, 1993
- ცოტათი ჩინური ლეგენდა, 1993
- კატილინერები, 1995
- პეპლუმი, 1996
- დარტყმა, 1997
- მერკური, 1998
- კრძალვითა და ცახცახით, 1999 (საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია)
- საუკეთესი მისტერია, 1999
- ქვაბივით პრიალა, 2000
- მტრის კოსმეტიკა, 2001
- ასპირინი, 2001
- უსახელო, 2001
- საკუთარი სახელების რობერი, 2002
- ანტექრისტა, 2003
- ქრისტეს შესვლა ბრიუსელში, 2004
- შიმშილის ბიოგრაფია, 2004
- გოგირდმჟავა, 2005
- მერცხლის დღიური, 2006
- ლურჯწვერა, 2012
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ამელი ნოტომის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- "მკვლელის ჰიგიენის" შესახებ ქართული ბლოგი
- "კატილინას წინააღმდეგ" ქართული ბლოგი
- Antéchrista, საიტი ამელი ნოტომის შესახებ დაარქივებული 2014-02-03 საიტზე Wayback Machine.
- "მერკური" მიმოხილვა
- ამელი ნოტომის ბიოგრაფია და რომანების შინაარსი. დაარქივებული 2006-02-12 საიტზე Wayback Machine.
- ციტირებები, ბიოგრაფია.
- ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია, სატელევიზიო და რადიო ჩანაწერები დაარქივებული 2006-08-13 საიტზე Wayback Machine.
- ამელი ნოტომის ფორუმი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ https://modernlanguages.sas.ac.uk/research-centres/centre-study-contemporary-womens-writing/languages/french/am%C3%A9lie-nothomb
- ↑ https://www.discogs.com/artist/1649645-Am%C3%A9lie-Nothomb
- ↑ https://www.proquest.com/openview/f5edeb1ac542436e634a99afa37af2c8/1?pq-origsite=gscholar
- ↑ Goodreads — 2006.
- ↑ autori vari Enciclopedia Treccani — Istituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://www.ouest-france.fr/culture/livres/le-prix-renaudot-recompense-amelie-nothomb-pour-premier-sang-00f8874e-3c9d-11ec-8bc6-eb6b26766f3c
- ↑ http://www.ejustice.just.fgov.be/mopdf/2008/07/14_1.pdf
- ↑ Académie française
- ↑ https://www.franceculture.fr/litterature/mohamed-mbougar-sarr-prix-goncourt-2021-pour-la-plus-secrete-memoire-des-hommes